დამატებითი ინფორმაცია
2018

უკან დაბრუნება. Goethe-Zertifikat B2

Goethe-Zertifikat B2 გადამუშავდა. Goethe-Zertifikat B2–ის ძველი ვარიანტით ჩაბარება შეგიძლიათ 31.12.2018–მდე მთელი მსოფლიოს მასშტაბით და 31.07.2019–მდე შერჩეულ საგამოცდო ცენტრებში. გთხოვთ, ინფორმაციისთვის მიმართოთ თქვენს საგამოცდო ცენტრს.

ნაბიჯ-ნაბიჯ: გამოცდის ნაწილები

Goethe-Zertifikat B2 შედგება შემდეგი ნაწილებისგან: კითხვა, მოსმენა, წერა და ლაპარაკი (ზეპირი გამოცდა ინდივიდუალურად ან წყვილებში).
გამოცდა მთელ მსოფლიოში ერთიანი სტანდარტებით ტარდება და ფასდება.
 

კითხვა

თქვენ კითხულობთ სხვადასხვა ტექსტებს, როგორებიცაა განცხადებები, ამონარიდები კატალოგებიდან, ტექსტები დარგობრივი წიგნებიდან, კომენტარები, რეცენზიები და მოხსენებები და ამუშავებთ მოცემულ დავალებებს.

ხანგრძლივობა: 80 წუთი

წერა

თქვენ წერილობითი ფორმით გამოხატავთ აზრს საგაზეთო სტატიის ან ინტერნეტში განთავსებული მოკლე სტატიის შესახებ და ჩაასწორებთ წერილს.

ხანგრძლივობა: 80 წუთი

მოსმენა

თქვენ ისმენთ დიალოგებსა და სატელეფონო საუბრებს, რის შემდეგაც ჩაასწორებთ ან შეავსებთ მოსმენილს და სწორედ დაალაგებთ გამონათქვამებს. გარდა ამისა მოისმენთ ინსტერვიუს აქტუალურ საზოგადოებრივ თემაზე და დაამუშავებთ მოცემულ დავალებებს.

ხანგრძლივობა: დაახლ. 30 წუთი

ლაპარაკი

გამოცდის პირველ ნაწილში გამოხატავთ პოზიციას მოკლე ტექსტის მიმართ. შემდეგ ესაუბრებით თქვენს პარტნიორს ერთობლივი გადაწყვეტილების მიღების ან გამოსავლის პოვნის მიზნით.

ხანგრძლივობა: 10–15 წუთი

წინაპირობები

Goethe-Zertifikat B2 არის გერმანული ენის გამოცდა მოზრდილთათვის.
 
გოეთეს ინსტიტუტის გამოცდები ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის და მათი ჩაბარება არაა დამოკიდებული არც რაიმე მინიმალური ასაკის მიღწევაზე და არც გერმანიის მოქალაქეობის ფლობაზე.
  • Goethe-Zertifikat B2 სერტიფიკატისთვის რეკომენდირებული ასაკი 16 წლიდან იწყება.
  • Goethe-Zertifikat B2 სერტიფიკატი ითვალისწინებს გერმანული ენის ცოდნას, რომელიც საერთო ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოს (GER) B2 საფეხურს შეესაბამება.
  • ამ საფეხურის მისაღწევად - წინასწარი ცოდნისა და სასწავლო შესაძლებლობების მიხედვით - საჭიროა 600-დან 800-მდე 45-წუთიანი აკადემიური საათის გავლა.