Goethe-Zertifikat C1

Goethe-Zertifikat C1 ფოტო: Goethe-Institut/Sonja Tobias

თქვენ გსურთ ...

  • გერმანიაში უმაღლეს სასწავლებელში სწავლა ან სამუშაოსთვის გერმანული ენის ღრმა ცოდნის დამადასტურებელი საბუთის მიღება
  • სამედიცინო სფეროში მუშაობისთვის მომზადება ან C1-ის სასწავლო დონის წარმატებული დასრულების დამადასტურებელი საბუთის მიღება
  • ოფიციალური და საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატის მოპოვება

Goethe-Zertifikat C1 არის გერმანული ენის გამოცდა მოზრდილთათვის. ის ადასტურებს გერმანული ენის ღრმა ცოდნას და საერთო ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოს (GER) ექვსსაფეხურიანი სკალის მეხუთე (C1) საფეხურს შეესაბამება.

ამ გამოცდის ჩაბარებით თქვენ ადასტურებთ, რომ ...

  • რთული, ვრცელი ტექსტების ფართო სპექტრის გაგებისა და იმპლიციტური მნიშვნელობის წვდომის უნარი შეგწევთ.
  • სპონტანურად და თავისუფლად გამოხატავთ აზრებს, ისე რომ არ არსებობს სიტყვების ძებნის ხშირი და აშკარად თვალში საცემი საჭიროება.
  • შეგიძლიათ ენის ეფექტურად და მოქნილად გამოყენება საზოგადოებრივ და პროფესიულ ცხოვრებაში, ან სწავლის პროცესში.
  • კომპლექსურ საკითხებთან დაკავშირებით ნათლად, სტრუქტურირებულად და დეტალურად აზრის გამოთქმის უნარი გაგაჩნიათ.
Goethe-Zertifikat C1 სერტიფიკატის საფუძველზე ენაში რაიმე სხვა მისაღები გამოცდისგან უცხოელი სტუდენტების გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია მოიპოვეთ სწავლის დაწყების წინ თქვენს უმაღლეს სასწავლებელში ან შესაბამის საუნივერსიტეტო კოლეჯში (Studienkolleg).

გამოცდის ვადები

გამოცდის დღეები რეგისტრაციის დღეები ადგილი
17.07.2019: წერითი გამოცდა
18.07.2019: ზეპირი გამოცდა
02.07.-05.07.2019 (10:00 - 17:00 საათი) გოეთეს ინსტიტუტი

მომზადება

სავარჯიშო მასალები

აქ იპოვი გამოცდის ნიმუშებსა და სავარჯიშო მასალებს შეუზღუდავ წვდომაში როგორც ინტერაქტიულ, ასევე ონლაინ-რეჟიმში.

დამატებითი ინფორმაცია

Goethe- Zertifikat C1 გამოცდის წინაპირობები, შინაარსი და დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ: