დამატებითი ინფორმაცია

უკან დაბრუნება. Goethe-Zertifikat C1

ყოვლისმომცველია! გამოცდის ნაწილები

Goethe-Zertifikat C1 შედგება შემდეგი ნაწილებისგან: კითხვა, მოსმენა, წერა და ლაპარაკი (ზეპირი გამოცდა ინდივიდუალურად ან წყვილებში).
გამოცდა მთელ მსოფლიოში ერთიანი სტანდარტებით ტარდება და ფასდება.
 

კითხვა

თქვენ კითხულობთ ტექსტებს დარგობრივი წიგნებიდან, კომენტარებს, რეცენზიებსა და/ან მოხსენებებს. მოცემულ დავალებებში ასაბუთებთ, რომ ვრცელ ტექსტებზე მუშაობის უნარი შეგწევთ, გადმოსცემთ რა მათ ფრაგმენტებს.

ხანგრძლივობა: 70 წუთი

წერა

თქვენ დეტალურად გამოხატავთ აზრს კონკრეტული თემის შესახებ კარგად სტრუქტურირებულ ტექსტში. ამისთვის თქვენ მოგეწოდებათ ინფორმაცია გრაფიკის სახით.

ხანგრძლივობა: 80 წუთი

მოსმენა

თქვენ ისმენთ დიალოგებს, სატელეფონო საუბრებს, ინტერვიუებს ან რადიორეპორტაჟებს, აკეთებთ ჩანიშვნებსა და სწორად ალაგებთ გამონათქვამებს.

ხანგრძლივობა: 40 წუთი

ლაპარაკი

გამოცდის პირველ ნაწილში გამოხატავთ პოზიციას მოკლე ტექსტის შესახებ. შემდეგ ესაუბრებით თქვენს პარტნიორს ერთობლივი გადაწყვეტილების მიღების ან გამოსავლის პოვნის მიზნით.

ხანგრძლივობა: 10 – 15 წუთი

წინაპირობები

Goethe-Zertifikat C1 არის გერმანული ენის გამოცდა მოზრდილთათვის.
 
გოეთეს ინსტიტუტის გამოცდები ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის და მათი ჩაბარება არაა დამოკიდებული არც რაიმე მინიმალური ასაკის მიღწევაზე და არც გერმანიის მოქალაქეობის ფლობაზე.
  • Goethe-Zertifikat C1 სერტიფიკატისთვის რეკომენდირებული ასაკი 16 წლიდან იწყება.
  • Goethe-Zertifikat C1 სერტიფიკატი ითვალისწინებს გერმანული ენის ცოდნას, რომელიც საერთო ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოს (GER) მეხუთე C1 საფეხურს შეესაბამება.
  • ამ საფეხურის მისაღწევად - წინასწარი ცოდნისა და სასწავლო შესაძლებლობების მიხედვით - საჭიროა 800-დან 1000-მდე 45-წუთიანი აკადემიური საათის გავლა.