Goethe-Zertifikat C2: GDS

Goethe-Zertifikat C2: Großes Deutsches Sprachdiplom ფოტო: Getty Images/Mario Castello

თქვენ გსურთ ...

  • გერმანიაში უმაღლეს სასწავლებელში სწავლა ან კვლევითი მუშაობა
  • გერმანიაში სკოლაში პედაგოგიური მოღვაწეობა
  • C2-ის სასწავლო დონის წარმატებული დასრულების დამადასტურებელი საბუთის მიღება
  • ოფიციალური და საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატის მოპოვება

Goethe-Zertifikat C2: Großes Deutsches Sprachdiplom (GDS) არის გერმანული ენის გამოცდა მოზრდილთათვის. ის ადასტურებს გერმანული ენის განსაკუთრებით ღრმა ცოდნას და საერთო ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოს (GER) ექვსსაფეხურიანი სკალის უმაღლეს (C2) საფეხურს შეესაბამება.

ამ გამოცდის ჩაბარებით თქვენ ადასტურებთ, რომ ...


  • პრაქტიკულად ყოველივე მოსმენილისა და წაკითხულის მარტივად გაგების უნარი შეგწევთ.
  • სხვადასხვა ზეპირსიტყვიერი და წერილობითი წყაროებიდან ინფორმაციის გაგება, საკუთარი აზრის დასაბუთება და ახსნა–განმარტების ჩამოყალიბება შეგიძლიათ
  •  აზრის სპონტანურად, გარკვევით, თავისუფლად, ზუსტად და მცირე ნიუანსობრივი განსხვავებებით გადმოცემის უნარი გაგაჩნიათ.
Goethe-Zertifikat C2: Großes Deutsches Sprachdiplom უცხოელ სტუდენტებს გერმანული უნივერსიტეტებისა და უმაღლესი სასწავლებლებისკენ უხსნის გზას და ბევრგან გერმანული ენის პედაგოგად მოღვაწეობისთვის აუცილებელ საბუთს წარმოადგენს.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფედერალური მიწები აღიარებენ ამ გამოცდას, როგორც პედაგოგიური კვალიფიკაციის დასტურს. ინფორმაციას ამის შესახებ გასცემენ შესაბამისი მიწების კომპეტენტური დაწესებულებები, როგორიცაა კულტურის, სკოლების ან განათლების სამინისტროები, მასწავლებელთა მომზადების სამსახური, რაიონის გამგეობა ან სენატის მმართველობა.

01.01.2012-თვის Goethe-Zertifikat C2 Großes Deutsches Sprachdiplom მანამდე არსებული სამი გამოცდა ჩაანაცვლა: Zentrale Oberstufenprüfung (ZOP), Kleines Deutsches Sprachdiplom (KDS) und Großes Deutsches Sprachdiplom (GDS).

You have disabled JavaScript in your browser settings. Please enable JavaScript to see the courses again.

*) მოცემული შეღავათიანი ფასი ძალაშია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ესწრებოდით გოეთეს ინსტიტუტის კურსს ბოლო ექვსი თვის მანძილზე. ექვს თვეში იგულისხმება პერიოდი ენის კურსის დასრულებასა და გამოცდის თარიღს შორის. ამ შემთხვევაში გამოცდის საფასურის გადახდის დროს ავტომატურად იცვლება ფასი. თუ ეს ასე არ მოხდა, გთხოვთ მიმართოთ თქვენი ენის კურსების ბიუროს.

მომზადება

სავარჯიშო მასალები

აქ იპოვი გამოცდის ნიმუშებსა და სავარჯიშო მასალებს შეუზღუდავ წვდომაში როგორც ინტერაქტიულ, ასევე ონლაინ-რეჟიმში.

დამატებითი ინფორმაცია

Goethe- Zertifikat C2: Großes Deutsches Sprachdiplom გამოცდის წინაპირობები, შინაარსი და დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ: