Goethe-Zertifikat C2: GDS

Goethe-Zertifikat C2: Großes Deutsches Sprachdiplom ფოტო: Getty Images/Mario Castello

თქვენ გსურთ ...

  • გერმანიაში უმაღლეს სასწავლებელში სწავლა ან კვლევითი მუშაობა
  • გერმანიაში სკოლაში პედაგოგიური მოღვაწეობა
  • C2-ის სასწავლო დონის წარმატებული დასრულების დამადასტურებელი საბუთის მიღება
  • ოფიციალური და საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატის მოპოვება

Goethe-Zertifikat C2: Großes Deutsches Sprachdiplom (GDS) არის გერმანული ენის გამოცდა მოზრდილთათვის. ის ადასტურებს გერმანული ენის განსაკუთრებით ღრმა ცოდნას და საერთო ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოს (GER) ექვსსაფეხურიანი სკალის უმაღლეს (C2) საფეხურს შეესაბამება.

ამ გამოცდის ჩაბარებით თქვენ ადასტურებთ, რომ ...

  • პრაქტიკულად ყოველივე მოსმენილისა და წაკითხულის მარტივად გაგების უნარი შეგწევთ.
  • სხვადასხვა ზეპირსიტყვიერი და წერილობითი წყაროებიდან ინფორმაციის გაგება, საკუთარი აზრის დასაბუთება და ახსნა–განმარტების ჩამოყალიბება შეგიძლიათ
  •  აზრის სპონტანურად, გარკვევით, თავისუფლად, ზუსტად და მცირე ნიუანსობრივი განსხვავებებით გადმოცემის უნარი გაგაჩნიათ.
Goethe-Zertifikat C2: Großes Deutsches Sprachdiplom უცხოელ სტუდენტებს გერმანული უნივერსიტეტებისა და უმაღლესი სასწავლებლებისკენ უხსნის გზას და ბევრგან გერმანული ენის პედაგოგად მოღვაწეობისთვის აუცილებელ საბუთს წარმოადგენს. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფედერალური მიწები აღიარებენ ამ გამოცდას, როგორც პედაგოგიური კვალიფიკაციის დასტურს. ინფორმაციას ამის შესახებ გასცემენ შესაბამისი მიწების კომპეტენტური დაწესებულებები, როგორიცაა კულტურის, სკოლების ან განათლების სამინისტროები, მასწავლებელთა მომზადების სამსახური, რაიონის გამგეობა ან სენატის მმართველობა.

01.01.2012-თვის Goethe-Zertifikat C2 Großes Deutsches Sprachdiplom მანამდე არსებული სამი გამოცდა ჩაანაცვლა: Zentrale Oberstufenprüfung (ZOP), Kleines Deutsches Sprachdiplom (KDS) und Großes Deutsches Sprachdiplom (GDS).

გამოცდის ვადები

მნიშვნელოვანია:
მესამე პირის მიერ 5 ან მეტი მონაწილის რეგისტრაციის შემთხვევაში შეთანხმებულ უნდა იქნას წერილობით სარეგისტრაციო დრო შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე:
pruefungen-tbilissi@goethe.de

გამოცდის დღე რეგისტრაცია საფასური
05.12.2019 25.11.-28.11.2019
(10:00 - 17:00 საათი)
270*/350** ლარი
*საფასური გოეთეს ინსტიტუტის მონაწილეებისათვის
** საფასური გარეშე მონაწილეებისათვის

გამოცდის Goethe-Zertifikat C2 შედეგები

გამოცდის ვადები

TestAS-ის გამოცდაზე რეგისტრაცია და გამოცდის საფასურის გადახდა მხოლოდ ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს. გაეცანით ტესტდაფის ინსტიტუტის საიტზე გამოცდის დღეებსა და რეგისტრაციის ვადებს და დარეგისტრირდით ვებგვერდზე:
www.testas.de
გამოცდა, რომელზეც ონლაინ დარეგისტრირდით და საგამოცდო ცენტრად საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი აირჩიეთ, ჩატარდება გოეთეს ინსტიტუტში.

გამოცდის დღეები რეგისტრაცია საფასური
26.10.2019
25.04.2020
24.10.2020
 
ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ იხილეთ ვებგვერდზე:
www.testas.de
 
95 ევრო

კონსულტაცია და ინფორმაცია

მომზადება

სავარჯიშო მასალები

აქ იპოვი გამოცდის ნიმუშებსა და სავარჯიშო მასალებს შეუზღუდავ წვდომაში როგორც ინტერაქტიულ, ასევე ონლაინ-რეჟიმში.

დამატებითი ინფორმაცია

Goethe- Zertifikat C2: Großes Deutsches Sprachdiplom გამოცდის წინაპირობები, შინაარსი და დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ: