Goethe-Zertifikat A1: Fit in Deutsch 1

Goethe-Zertifikat A1: Fit in Deutsch 1 ფოტო: Getty Images/Echo

შენ გსურს …

  • ჩააბარო 10-16 წლის ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისათვის განკუთვნილი გერმანული ენის გამოცდა
  • გერმანული ენის საწყისი დონის ცოდნის დამადასტურებელი საბუთის მიღება
  • A1-ის სასწავლო დონის წარმატებული დასრულების დამადასტურებელი საბუთის მიღება
  • ოფიციალური და საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატის მოპოვება

Goethe-Zertifikat A1: Fit in Deutsch 1 არის 10-16 წლის ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისათვის განკუთვნილი გერმანული ენის გამოცდა. ის ადასტურებს გერმანული ენის საწყისი დონის ცოდნას და საერთო ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოს (GER) ექვსსაფეხურიანი სკალის  პირველ (A1) საფეხურს შეესაბამება. 

გამოცდის ვადები

გამოცდის დღეები რეგისტრაციის დღეები ადგილი
19.07.2017 03.07-07.07.2017 (10:00 - 16:00 Uhr) გოეთეს ინსტიტუტი

ამ გამოცდის ჩაბარებით შენ ადასტურებ, რომ შეგიძლია ...

  • მარტივი კითხვების დასმა და მათზე პასუხის გაცემა, ასევე, რაღაცის თხოვნა და თხოვნაზე რეაგირება
  • საკუთარ თავსა და სხვებზე მარტივი გამოთქმებისა და ფრაზების დაწერა
  • დიალოგებისა და ტექსტების გაგება, რომლებიც ნაცნობ საგნებს ეხება.

წინაპირობები

  • Goethe-Zertifikat A1: Fit in Deutsch 1 რეკომენდირებული მინიმალური ასაკი 10 წელია.
  • Goethe-Zertifikat A1: Fit in Deutsch1 ითვალისწინებს საერთო ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოს (GER) პირველი (A1) საფეხურის ცოდნას.
  • ამ საფეხურის მისაღწევად - წინასწარი ცოდნისა და სასწავლო შესაძლებლობების მიხედვით - საჭიროა 80-დან 200-მდე 45-წუთიანი აკადემიური საათის გავლა.

Goethe-Zertifikat A1: Fit in Deutsch 1-ის შედეგები