Goethe-Zertifikat A1: Start Deutsch 1

Goethe-Zertifikat A1: Start Deutsch 1 ფოტო: istockphoto

თქვენ გსურთ ...

  • გერმანიაში Au-Pair-პროგრამაში მონაწილეობის მიღება
  • ენის ცოდნის დამადასტურებელი საბუთი ოჯახის გაერთიანებისათვის საჭირო ვიზის მისაღებად
  • A1-ის დონეზე წარმატებული სწავლის დადასტურება
  • ოფიციალური და საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატის მოპოვება

Goethe-Zertifikat A1: Start Deutsch 1 არის გერმანული ენის გამოცდა მოზრდილთათვის. ის ადასტურებს გერმანული ენის საწყისი დონის ცოდნას და საერთო ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოს (GER) ექვსსაფეხურიანი სკალის  პირველ (A1) საფეხურს შეესაბამება.

ამ გამოცდის ჩაბარებით თქვენ ადასტურებთ, რომ შეგიძლიათ ...

  • მარტივი კომუნიკაციის დამყარება, თუკი თქვენი თანამოსაუბრეები ნელა და გარკვევით ლაპარაკობენ.
  • ნაცნობი, ყოველდღიური გამონათქვამებისა და სრულიად მარტივი ფრაზების გაგება და გამოყენება (მაგ. ინფორმაცია პიროვნებასა და ოჯახზე, საყიდლებზე. სამუშაოსა და ახლო გარემოცვაზე)
  •  სხვებისათვის თავის წარდგენა და სხვა ადამიანებისათვის მათ შესახებ კითხვების დასმა - მაგ. თუ სად ცხოვრობენ ისინი, ვის იცნობენ და რა საგნებს ფლობენ.

წინაპირობები

  • Goethe-Zertifikat A1: Start Deutsch 1 სერტიფიკატისთვის რეკომენდირებული ასაკია 16 წლიდან იწყება.
  • Goethe-Zertifikat A1: Start Deutsch 1 სერტიფიკატი ითვალისწინებს გერმანული ენის ცოდნას, რომელიც საერთო ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოს (GER) პირველ (A1) საფეხურს შეესაბამება.
  • ამ საფეხურის მისაღწევად - წინასწარი ცოდნისა და სასწავლო შესაძლებლობების მიხედვით - საჭიროა 80-დან 200-მდე 45-წუთიანი აკადემიური საათის გავლა.

რეგისტრაცია

გერმანელი უმცირესობის წარმომადგენლებისა და მათი ოჯახის წევრების რეგისტრაცია გამოცდისათვის წარმოებს ქ. თბილისში გერმანიის საელჩოში. ტელ.

გერმანიის საელჩო საქართველოში
ტელ: +995 32 435395

გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი გამოცდა "Start Deutsch 1" სავალდებულოა გერმანიაში "Au-Pair" პროგრამით წამსვლელთათვის ებრაული წარმოშობის ემიგრანტთათვის და გერმანელზე დაქორწინებული, სხვა ეროვნების წარმომადგენელთათვის რომელთაც განზრახული აქვთ გერმანიაში ხანგრძლივი დროით გამგზავრება.

გამოცდაზე დასარეგისტრირებლად მობრძანდით გოეთეს ინსტიტუტის ენის განყოფილებაში.

მომლოდინეთა სიები აღარ შედგება. გამოცდა "Start Deutsch 1" ჩატარდება ჩვეულებრივ კვირაში ერთხელ. გამოცდის მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია და 24 კაცს არ აღემატება. გთხოვთ, მიიღოთ მხედველობაში და დროულად დარეგისტრირდეთ.

ნოემბრის გამოცდებზე ყველა ადგილი დაკავებულია!

რეგისტრაცია დეკემბრის თვის გამოცდებზე  იწარმობს 06.11.2017 - 29.11.2017.
2018 წლის გამოცდებისათვის რეგისტრაცია განახლდება 08.01.2018

 
გამოცდაზე თანხის შემოტანა (რეგისტრაცია) წარმოებს
 

სამუშაო საათები
ორშაბათს 10:00-12:30 საათამდე
სამშაბათს 10:00-12:30 საათამდე
ოთხშაბათს 10:00-12:30 საათამდე

რეგისტრაციაზე პასპორტის ან პირადობის მოწმობის (ID - ბარათი) წარდგენა აუცილებელია