Goethe-Zertifikat A2

Goethe-Zertifikat A2: Start Deutsch 2 Foto: Getty Images/Daniel Laflor

თქვენ გსურთ...

  • გერმანული ენის საწყისი დონის ცოდნის დამადასტურებელი საბუთის მიღება
  • A2-ის სასწავლო დონის წარმატებული დასრულების დამადასტურებელი საბუთის მიღება
  • ოფიციალური და საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატის მოპოვება

Goethe-Zertifikat A2 არის გერმანული ენის გამოცდა მოზრდილთათვის. ის ადასტურებს გერმანული ენის საწყისი დონის ცოდნას და საერთო ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოს (GER) ექვსსაფეხურიანი სკალის მეორე (A2) საფეხურს შეესაბამება.

ამ გამოცდის ჩაბარებით თქვენ ადასტურებთ, რომ შეგიძლიათ ...

  • იმ წინადადებებისა და ხშირად ხმარებადი გამონათქვამების გაგების უნარი შეგწევთ, რომლებიც გარკვეული სფეროების უშუალო მნიშვნელობებთანაა დაკავშირებული.
  • მარტივ, ყოველდღიურ სიტუაციებში  იმგვარი კონტაქტის დამყარება შეგიძლიათ, სადაც ინფორმაციის მარტივ და უშუალო გაცვლაზე და ნაცნობ, ჩვეულ საგნებზეა საუბარი. 
  • მარტივი გამონათქვამებით საკუთარი წარმოშობისა და განათლების, უშუალო გარემოცვისა და უშუალო მოთხოვნილებებთან დაკავშირებული საგნების აღწერის უნარი გაგაჩნიათ.

გამოცდის ვადები

მნიშვნელოვანია:
მესამე პირის მიერ 5 ან მეტი მონაწილის რეგისტრაციის შემთხვევაში შეთანხმებულ უნდა იქნას წერილობით სარეგისტრაციო დრო შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე:
pruefungen-tbilissi@goethe.de

გამოცდის დღე რეგისტრაცია საფასური
09.12.2019 25.11. - 28.11.2019
(10:00 - 17:00 საათი)
 
170*/250** ლარი
*საფასური გოეთეს ინსტიტუტის მონაწილეებისათვის
** საფასური გარეშე მონაწილეებისათვის

მომზადება

სავარჯიშო მასალები

აქ იპოვი გამოცდის ნიმუშებსა და სავარჯიშო მასალებს შეუზღუდავ წვდომაში როგორც ინტერაქტიულ, ასევე ონლაინ-რეჟიმში.

დამატებითი ინფორმაცია

Goethe-Zertifikat A2 გამოცდის წინაპირობები, შინაარსი და დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ: