გერმანული განათლების სისტემაში

Deutsch im System @ Goethe-Institut Georgien

სემინარების ციკლი

2019 წლის მარტიდან გოეთეს ინსტიტუტი აგრძელებს გერმანული ენის მასწავლებლებისათვის კვალიფიკაციის ასამაღლებელ სემინარებს,
სადაც ისინი ერთმანეთს გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას, აიმაღლებენ კვალიფიკაციას გერმანულის, როგორც უცხო ენის სწავლებაში და რაც მთავარია, ამ სემინარებით ხელი შეეწყობა გერმანული ენის დამკვიდრებას განათლების სისტემასა და სკოლებში.

ფორმატი

ჩვენი სემინარები ტარდება ტრადიციული დასწრებული ან კომბინირებული სწავლების ფორმატში (ეს უკანასკნელი მოიცავს 2 ონლაინ და 1 დასწრებულ ფაზას).
სემინარის ხანგრძლივობა: 6-25 აკადემიური საათი.
 

კრედიტქულები

ერთი კრედიტქულისთვის საჭირო 25 აკადემიური საათის მოსაპოვებლად შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ ერთი კატეგორიიდან შერჩეულ  რამდენიმე სემინარზე.

პროექტის "გერმანული განათლების სისტემაში" ფარგლებში გთავაზობთ შემდეგ კატეგორიებს:

  • ქვეყანათმცოდნეობა
  • აქტივობები გაკვეთილზე
  • CLIL - ენისა და საგნის ინტეგრირებული სწავლება
რეგისტრაცია

დღეიდან თქვენ შეგიძლიათ ონლაინ რეგისტრაციის გავლა  ონლაინ ფორმულარის  საშუალებით.
კონტაქტი

ანა მშვილდაძე
განათლების სფეროში თანამშრომლობის განყოფილება
ტელ. +995 32 2938945
ფაქსი: +995 32 2934568
ana.mshvildadze@goethe.de

დაბრუნება