საზაფხულო სკოლა

კვალიფიკაციის ამაღლება გერმანული ენის მასწავლებლებისთვის

საზაფხულო სკოლა გერმანული ენის მასწავლებლებისთვის

საზაფხულო სკოლა გერმანული ენის მასწავლებლებისთვის
19.- 23.07.2021
ჩასვლის დღე: 18.07.2021
გამგზავრების დღე: 24.07.2021
ადგილი: ბაკურიანი

ასწავლით გერმანულ ენას სკოლაში და გსურთ, რომ ახალი იმპულსები მიიღოთ თქვენი პედაგოგიური საქმიანობის გასაუმჯობესებლად?
გოეთეს ინსტიტუტი იწვევს გერმანული ენის მასწავლებლებს გერმანულენოვან საზაფხულო სკოლაში  კვალიფიკაციის ასამაღლებლად. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სკოლის მასწავლებლებს საქართველოდან. 

შინაარსი

რა არის კარგი გაკვეთილი? რომელი მეთოდურ-დიდაქტიკური  პრინციპები უნდა გამოვიყენოთ დავალებაზე ორიენტირებული გაკვეთილის დაგეგმვისას?
სემინარი შეეხება თანამედროვე, დავალებებზე ორიენტირებული გაკვეთილის თეორიეულ საფუძვლებს. ამავე დროს შევეხებით ისეთ თემებს, როგორიცაა გენდერი და ინკლუზია.

მიზნები

მასწავლებლები გაეცნობიან კარგი გაკვეთილის მთავარ პრინციპებს და თავად გამოცდიან და გააანალიზებენ, როგორ შეიძლება საგაკვეთილო პრაქტიკაში მათი გატარება. მონაწილეები შეიმუშავებ და სხვებთან ერთად განიხილავენ საკუთარი გაკვეთილის მოდელს.  

ფორმატი

კომბინირებული სემინარი.

ონლაინ მოსამზადებელი ფაზა: 12.-17.07.2021
დასწრებული სემინარი: 19.-23.07.2021

მონაწილეობის პირობები


მონაწილეთა რაოდენობა: 20 მასწავლებელი, რომლებიც დასაქმებული არიან სასკოლო სექტორში და რომლებიც მზად არიან, გაიზიარონ ჩვენი წესები და პირობები.
სავალდებულოა ინტერნეტთან წვდომა.
 

ტრენერები

საზაფხულო სკოლას უხელმძღვანელებენ  გოეთეს ინსტიტუტისა და მოწვეული ტრენერები.

ფასი

მონაწილეობა უფასოა. დაფინანსდება მგზავრობის, ცხოვრების და სავალდებულო PCR-ტესტის ხარჯები (PCR-ტესტი უნდა გაკეთდეს ბაკურიანში ჩამოსვლამდე 72 საათის ვადაში)

კონკურსი

დაინტერესებულმა პირებმა უნდ შეავსონ ონლიან საკონკურსო განაცხადი 05.07.2021-მდე.

საკონტაქტო პირი:
ანა მშვილდაძე
ana.mshvildadze@goethe.de
+995322938945


 

დაბრუნება