კატეგორია: CLIL CLIL გერმანული ენის გაკვეთილზე

Deutsch im System @ Goethe-Institut Georgien

კვირა, 02.06.2019

10:00

გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში

სემინარი

CLIL გერმანული ენის გაკვეთილზე

სემინარი ენისა და საგნის ინტეგრირებულ სწავლებაზე

სემინარის აღწერა

გსურთ გერმანული ენის გაკვეთილის ტრადიციულ მეთოდებს გასცდეთ და გავეთილის სხვაგვარად ჩაატაროთ? ჩვენს სემინარზე თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ, რა არის CLIL Content and Language Integrated Learning), რა პრინციპებს ეფუძნება ენის სწავლების ეს კონცეფცია და როგორ შეიძლება ვასწავლოთ სხვადასხვა საგნის, მაგ., გეოგრაფიის, მათემატიკის, ბიოლოგიის და სხვ., შინაარსი გერმანულ ენაზე.

სემინარზე შეძლებთ დასახოთ ამ მეთოდით აგებული გაკვეთილის გეგმები, რომლებიც მომავალში თქვენს სკოლაში ტანდემში (სხვა საგნის პედაგოგთან ერთად)შეგიძლიათ გამოიყენოთ.

სამიზნე ჯგუფი

სემინარი რეკომენდირებულია სკოლის პედაგოგებისათვის.

ფორმატი და ხანგრძლივობა

დასწრებული სემინარი: 01.06.2019
მოცულობა: 10 აკ. სთ.

ტრენერი

თინათინ გვიჩია

რეგისტრაცია

დღეიდან თქვენ შეგიძლიათ სემინარზე დარეგისტრირდეთ ონლაინ ფორმულარის დახმარებით.

კრედიტქულები

ერთი კრედიტქულისთვის საჭირო 25 აკადემიური საათის მოსაპოვებლად შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ ერთი კატეგორიიდან შერჩეულ  რამდენიმე სემინარზე.

გთავაზობთ შემდეგ კატეგორიებს:

  • ქვეყანათმცოდნეობა
  • აქტივობები გაკვეთილზე
  • CLIL - ენისა და საგნის ინტეგრირებული სწავლება

დაბრუნება