დემოკრატიული ღირებულებები და გენდერული სტერეოტიპები ენის სწავლებაში

სემინარი გერმანული ენის მასწავლებლებისთვის

სემინარის აღწერა

ენა გასაოცარი რამ არის. ის კომუნიკაციის, ემპათიისა და აზრთა გაცვლის საშუალებაა. თუმცა ენა საფრთხეებსაც შეიცავს. ის ზოგჯერ განსხვავებულის გამიჯვნის, შეზღუდვისა ან სხვაზე თავდასხმის მიზნით გამოიყენება. ჩვენი სურვილია, ენის დისკრიმინაციული გამოყენებისადმი მგრძნობელობისა და მის შესახებ ცნობიერების ამაღლებას შევუწყოთ ხელი. გვსურს, რომ სწავლების პროცესში მასწავლებლებისა და მოსწავლეების მიერ ენის გამოყენება პასუხისმგებლობის გრძნობით ხდებოდეს. უცხო ენის მასწავლებლების საქმიანობაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია უცხო ენის სწავლების გარდა იმ შესაძლებლობებისა და მნიშვნელობების გააზრებული ცონდა, რომლებიც ენის დისკრიმინაციულ გამოყნებას შეიძლება ახლდეს თან.

სამუშაო ენა: ქართული

სამიზნე ჯგუფი

საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი გთავაზობთ სატრენინგო კურსს გერმანული ენის მასწავლებლებისათვის დემოკრატიული ღირებულებების გასავითარებლად და სკოლაში დასანერგად.
 

ტრენერი

თეონა ბექიშვილი

დრო და ფორმატი

პროექტი ითვალისწინებს სამდღიან სატრენინგო კურსს, რომლის გავლის შემდეგაც მასწავლებლები თავიანთ სკოლებში, გერმანული ენის სწავლების ფარგლებში, ჩაატარებენ გენდერული თანასწორობის მხარდამჭერ პროექტს, როგორც უკუკავშირს. საუკეთესო პროექტების მქონე პედაგოგები და მათი მოსწავლეები დასაჩუქრდებიან შემდგომი პროექტებისთვის საჭირო მასალებით.

სემინარი ჩატარდება 2019 წლის 20, 21 და 22 სექტემბერს
დასაწყისი: პარასკევი 14:00 სთ.
შაბათი და კვირა 10:00 სთ.

რეგისტრაცია

რეგისტრაციის გავლა შეგიძლიათ ონლაინ ფორმულარის საშუალებით.

დაბრუნება