GIF Your Diversity - დაGIFე შენი მრავალფეროვნება

Fortbildung Goethe-Institut

ხუთშაბათი, 30.07.2020 -
შაბათი, 26.09.2020

კონკურსი მოსწავლეებისთვის

კონკურსის აღწერა

ენების ევროპული დღის ფარგლებში ცხადდება კონკურსი - „GIF Your Diversity - დაGIFე შენი მრავალფეროვნება“.

  • უნდა შექმნათ „GIF“-ი ენობრივ ან კულტურულ მრავალფეროვნებაზე
  • „GIF“-ის შესაქმნელად გამოიყენეთ ნებისმიერი „GIF“- აპლიკაცია, რომელიც საუკეთესოდ წარმოაჩენს თქვენს იდეას.
  • „GIF“-ის ხანგრძლივობა უნდა იყოს მაქსიმუმ 10 წამი.
  • „GIF“-ი უნდა იყოს უხმო. შესაძლებელია ტექსტის დართვა  ქართულ ენაზე.
  • „GIF“-ის  შესაქმნელად უნდა გამოიყენოთ თქვენს მიერ გადაღებული ფოტოები და ვიდეოები.  სხვისი ფოტო და ვიდეო მასალის გამოყენება აკრძალულია. დაასათაურეთ თქვენი გიფი შემდეგი ფორმით: © თქვენი სახელი, გვარი.
  • გამოაგზავნეთ თქვენი „GIF“-ი ისეთი ფორმატით, რომ  შესაძლებელი იყოს კომპიუტერის საშუალებით მისი Facebook-ზე ატვირთვა.
  • გამოაგზავნეთ თქვენი „GIF“-ი 2020 წლის 20 სექტემბრამდე ელექტრონული ფოსტით მისამართზე:coordinator.edl.georgia@gmail.com. ელ.ფოსტის ტექსტში აუცილებლად მიუთითეთ თქვენი სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და აპლიკაციის ბმული, რომელი GIF-აპლიკაციის დახმარებითაც შექმენით თქვენი გიფი.
  • თითოეულ კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი „GIF“-ის გამოგზავნა.

განრიგი

  • 2020 წლის 21 სექტემბერს ყველა კონკურსანტის „GIF“-ი გამოქვეყნდება ენების ევროპული დღის ღონისძიების Facebook-გვერდზე.
  • 5 დღის განმავლობაში, 25 სექტემბერის ღამის 12 საათამდე, Facebook-ის მომხმარებლებს ექნებათ "ხმის მიცემის" და მათი რჩეულის გამოვლენის შესაძლებლობა "მოწონების" ღილაკის საშუალებით.
  • 3 გამარჯვებულს გამოავლენს EUNIC Georgia-ს კომისია.
  • 26 სექტემბერს მოხდება გამარჯვებულების დაჯილდოება.

კონკურსში მონაწილეობის პირობები

სამიზნე ჯგუფი: სკოლის მოსწავლეები
მონაწილეთა ასაკი: 8-დან 18 წლამდე
კონკურსანტებმა უნდა დაიცვან კონკურსის აღწერილობასა და განრიგში მითითებული ყველა პუნქტი. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი  „GIF“-ი კონკურსში ვერ მოხვდება.

გამარჯვებულები

26 სექტემბერს, ენების ევროპულ დღეს, გამოცხადდება 4 გამარჯვებული. ერთი გამარჯვებული გამოვლინდება ხმის მიცემის (like/მომწონს) საშუალებით (მოწონებები დათვლება მხოლოდ ჩვენს Facebook-გვერდზე). დანარჩენ 3 გამარჯვებულს EUNIC Georgia-ს მუდმივი წევრებისაგან შემდგარი კომისია შეარჩევს. კომისია გამარჯვებულების შერჩევისას შემდეგი კრიტერიუმებით იხელმძღვანელებს:

  • რამდენად ეხმიანება „GIF“-ი კონკურსის თემას - კულტურული ან/და ენობრივი მრავალფეროვნება;
  • რამდენად კრეატიულია „GIF“-ი;
  • რამდენად აკმაყოფილებს სავალდებულო ტექნიკურ მოთხოვნებს.

პრიზები

  • 1-ლი ადგილი - პლანშეტი
  • მე-2 ადგილი - ტელესკოპი
  • მე-3 ადგილი - აუდიოსისტემა
  • გამარჯვებული „GIF“-ი მოწონებების მიხედვით - ყურსასმენები
     

EUNIC Georgia-ს გუნდი გისურვებთ წარმატებას!

Tag der europäischen Sprachen Goethe-Institut
 

დაბრუნება