კონცეფციები და მასალები

კონცეფციები და მასალები ფოტო: Goethe-Institut/Sonja Tobias

გერმანული პროფესიისა და უმაღლესი განათლებისათვის

სასწავლო მასალები ეკონომიკის, ტურიზმის, ტექნიკის, სოციალურ და სამედიცინო სფეროებში.

გერმანული ბავშვებისათვის

შემოთავაზება 4-10 წლის ასაკის ბავშვებისათვის, რომლებიც გერმანულს, როგორც უცხო ენას სწავლობენ და იმათთვის, ვისაც სურს ბავშვებს დაეხმაროს და  გერმანული ენა  თამაშითა და უახლესი მეთოდურ-დიდაქტიკური ცოდნის გამოყენებით შეასწავლოს.

გერმანული მოზარდებისათვის

მოზარდებს სწავლასთან თავისი განსაკუთრებული მიდგომა აქვთ, რომელიც მრავალი პარამეტრით განსხვავდება მოზრდილთა და ბავშვთა მიდგომისაგან. 

დამატებითი მასალები

Plakatausstellung
პლაკატების გამოფენა "გერმანია - გამომგონებლების ქვეყანა"

Ob Auto, Fernseher oder Computer – Deutsche Erfindungen verändern die Welt. Vielleicht interessieren Sie sich für unsere Plakatausstellung Erfinderland Deutschland?

გერმანული ენის დაწყებითი კურსი - სიახლე საქართველოში © Goethe-Institut

Deutsch für Kinder
გერმანული ენის დაწყებითი კურსი - სიახლე საქართველოში

გერმანული ენის დაწყებითი კურსი ბავშვებს გაუადვილებს გერმანული ენის შესწავლას პირველ სასწავლო წელს (მე- 5 კლასი).
მოსწავლეებისთვის განკუთვნილი წიგნი მოიცავს 9 მოდულს ასაკისთვის შესაფერის თემებზე და CD - ს მოსასმენ მასალებთან ერთად. საჯარო სკოლებს თვითოეული მოსწავლისთვის შეუძლიათ წიგნი VORKURS DEUTSCH შეუკვეთონ განათლების სამინისტროს შესაბამისი რესურს - ცენტრებს. წიგნი გამოიცა სულაკაურის გამომცემლობის მიერ გერმანიის საელჩოს ხელშეწყობით. ელექტრონული ვერსია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე

ვიდეოციკლი სწავლა გერმანიაში

ახალ ვიდეოციკლში „საუნივერსიტეტო განათლება გერმანიაში“  გაცვლითი პროგრამის სტუდენტი კატია თავის პირველ ნაბიჯებს დგამს გერმანიის უნივერსიტეტში. შეგიძლია კატიას მეგზურობა გაუწიო!
სრული ვიდეოფორმატი და სავარჯიშოები იხილეთ ჩვენს ჯგუფში „გერმანული შენთვის“.

ფეისბუკის გვერდის ტრეილერი

Lokale Angebote

Deutsch lernen im Museum ფოტო: გოეთეს ინსტიტუტი

ვისწავლოთ გერმანული მუზეუმში

საქართველოს გოეთეს ინსტიტუტმა ეროვნულ მუზეუმთან ერთად შეიმუშავა სამუშაო მასალები ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის, რომლის დახმარებითაც გერმანული ენის გაკვეთილის ჩატარების ადგილი მუზეუმში გადაინაცვლებს.

2017 წლის კალენდარი "ცხოვრება გერმანიაში"

2017 წლის კალენდრის თემაა "ცხოვრება გერმანიაში". კალენდარში ლამაზი ფოტოების პარალელურად შეხვდებით სამუშაო ტექსტებსაც, რომლის გამოყენებაც გერმანული ენის გაკვეთილზე შეგიძლიათ