გერმანული უმცირესობა საქართველოში

მასალები გაკვეთილისათვის "გერმანული უმცირესობის კულტურული მარშრუტი საქართველოში"



2017 წელს საქართველოში პირველი გერმანელი ემიგრანტების ჩამოსვლისა და გერმანული დასახლებების წარმოქმნის 200 წლისთავი აღინიშნება. მე-19 და მე-20 საუკუნეებში საქართველოში ასეთ დასახლებებს ქმნიდნენ გერმანელი აღმზრდელები, მკვლევარები, მეწარმეები, არქიტექტორები, მხატვრები და ფერმერები. მათი საქმიანობის კვალი დღემდე შემორჩენილია ყოფილი კოლონიების ტერიტორიებზე, საცხოვრებელ სახლებსა და საწარმო შენობებზე.
სამხრეთ კავკასიაში გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირის, ევროპის საბჭოსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი ძალისხმევით გამოიცა პუბლიკაცია "გერმანული უმცირესობის კულტურული მარშრუტი საქართველოში", რომელშიც  გერმანელების მიერ დაარსებული კოლონიების ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღწერა და მათი რუკებზე დატანა მოხდა.

საქართველოს სკოლებში გერმანული ენის გაკვეთილზე ამ პუბლიკაციის გამოყენება რომ გამარტივდეს, გოეთეს ინსტიტუტმა და ევროპის საბჭომ მასალების დიდაქტიზირება მოახდინა. დიდაქტიზირებული მასალების ჩამოტვირთვა შეგიძლიათ აქ: გერმანული უმცირესობის კულტურული მარშრუტი საქართველოში. მათი დახმარებით გერმანული კოლონიების თემა თქვენს გაკვეთილზე საინტერსო გახდება.

მიგვაჩნია, რომ მიგრაციის საუკუნეში ეს თემატიკა უცხო ენის გაკვეთილის შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს და ჩვენს მიერ დიდაქტიზირებული მასალები თქვენი გაკვეთილის გამდიდრებაში შეიტანს თავის წვლილს.