პლაკატების გამოფენა "ახალგაზრდები გერმანიაში"

ახალგაზრდების შესახებ ბევრს წერენ. ძირითადად უფროსები. ჩვენი პროექტი თავად ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას, საკუთარი თავი გამოხატონ.

გამოფენა "ახალგაზრდები გერმანიაში დღეს" ბერლინელმა მოსწავლეებმა შექმნეს. 12 პლაკატზე ასახულია ის, რაც ახალგაზრდა ადამიანებს აინტერესებთ, აწუხებთ, რისი თქმაც მათ სურთ. ყოველი კოლაჟი ინდივიდუალური ნამუშევარია.

თუ თქვენ გაკვეთილისათვის ახალ იმპულსებს ეძებთ, თუ გსურთ მოსწავლეებთან უფრო კრეატიულად მუშაობა, ეს პლაკატები საუკეთესო საშუალებას მოგცემთ.

მობრძანდით გოეთეს ინსტიტუტში და გაიტანეთ პლაკატების ერთი სერია.

გისურვებთ საინტერესო გაკვეთილს!