გერმანია - გამომგონებლების ქვეყნა

Erfinderland @Goethe Institut

გერმანია - გამომგონებლების ქვეყანა

ავტომობილი, ტელევიზორი და კომპიუტერი - ამ გამოგონებებით გერმანელმა მეცნიერებმა მსოფლიო შეცვალეს. დღესდღეობით გერმანია პატენტზე განაცხადების რაოდენობით მსოფლიოში მესამე ადგილზეა,  მეცნიერებასა და კვლევებში დასაქმებულთა რაოდენობა კი მუდმივად იზრდება. შესაბამისად გერმანია ახალგაზრდებს უქმნის პერსპექტივას ინოვაციურ  ქვეყანაში ინოვაციური მომავლის შესაქმნელად. ის განსაკუთრებით მიმზიდველია მათთვის, ვისაც გერმანიაში სწავლა ან კვლევა აინტერესებს.
ფრაუნჰოფერისა და მაქს პლანკის საზოგადოებებთან ერთად გოეთეს ინსტიტუტმა გერმანულ რევოლუციურ გამოგონებებს მიუძღვნა საგანმანათლებლო გამოფენა, რომელიც ნოემბერსა და დეკემბერში საქართვლოს სტუმრობს. მისი დათვალიერება ორ ქალაქშია შესაძლებელი:

  • თბილისი 31.10.2019 – 27.11.2019
  • ქუთაისი 30.11.2019 – 26.12.2019
გამოფენის სამიზნე ჯგუფს 15-25 წლის მოსწავლეები და სტუდენტები წარმოადგენენ. გამოფენაზე მათ შესაძლებლობა ექნებათ, საინტერესო ფორმით გაეცნონ ინფორმაციას შვიდი სამეცნიერო სფეროდან: ინფორმატიკა, ენერგია, მობილობა, კომუნიკაცია, მედიცინა, ოპტიკა და მასალები. გამოფენის ფომრა მნახველებისთვის აქტიური ჩართულობისა და თანამონაწილეობის შესაძლებლობას ქმნის. გამოფენის ტექსტუალური მხარე ორენოვანია. მნახველებს შეუძლიათ გერმანულ და ქართულ ენაზე გაეცნონ გამოფენის მასალებს.

გამოფენის დათვალიერება უფასოა.

 

პროგრამა

 
ადგილი: თბილისი, გოეთეს ინსტიტუტი, ზანდუკელის ქ. 16
31.10.2019 გახსნის ცერემონია,18:00
ორშ./ოთხ./პარ. ინტერქციული ჯგუფური დათვალიერება კლასებისათვის*, 14:00 სთ-დან
02.11.2019 გერმანული ენის მასწავლებლების ვორქშოპი, 11:00 -15:00
10.11.2019 გამოგონებების ვორქშოპი მოსწავლეებისთვის
12.11.2019 „სწავლა გერმანიაში“ – DAAD-ს საინფორმაციო შეხვედრა, 16:00
 
 
ადგილი: ქუთაისი, 1-ლი საჯარო სკოლა, ცისფერყანწელების ქ. 6
30.11.2019 გერმანული ენის მასწავლებლების ვორქშოპი,11:00 -15:00
30.11.2019 გახსნის ცერემონია,16:00
ორშ./ოთხ./პარ. ინტერქციული ჯგუფური დათვალიერება კლასებისათვის**, 14:00 სთ-დან
17.12.2019 გამოგონებების ვორქშოპი მოსწავლეებისთვის
04.12.2019 „სწავლა გერმანიაში“ – DAAD-ს საინფორმაციო შეხვედრა, 16:00

* ინტერქციული ჯგუფური დათვალიერება: სკოლებისათვის ჯგუფური ინტერაქვიული დათვალიერება შესაძლებელია წინასწარი ჩაწერით.
კლასებს, რომლებიც გამოფეინს დასათვარიელებლად ჩამოვლენ, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე შეიძლება აუნაზღაურდეთ მგზავრობის ხარჯები. წინასწარი შეთანხმება სავალდებულოა 2019 წლის 10 დეკემბრამდე.

ჩაწერა და ინფორმაცია
ქ-ნი კამილა ლოპესი
ელ.-ფოსტა: erfinderland-georgien@goethe.de
ტელ.: 032 293 89 45