ოლიმპიადა 2018

გერმანული ენის საერთაშორისო ოლიმპიადა

IDO 2018
გერმანული ენის საერთაშორისო ოლიმპიადა მსოფლიოში გერმანული ენის ყველაზე დიდი კონკურსია.  ორ წელიწადში ერთხელ მსოფლიოს 5 კონტინენტიდან 60 ქვეყნის ასამდე მოსწავლე ერთმანეთს ეჯიბრება ფავორიტი უცხოური ენის ცოდნაში.

მონაწილე ქვეყნების ორი წარმომადგენელი მოსწავლე, რომლებიც თავიანთი ქვეყნის ეროვნულ ოლიმპიადაში გაიმარჯვებენ, მიწვეული იქნებიან გერმანიაში და იბრძოლებენ საუკეთესოს ტიტულის მოსაპოვებლად. 

გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ეროვნული ოლიმპიადების ფინალურ ეტაპებზე საუკეთესოთა გამოვლენაში მიიღებს მონაწილეობას და გამარჯვებულ მოსწავლეებს გერმანიის საგზურით დააჯილდოებს.
 

31.03.2018 თბილისი

ძვირფასო მოსწავლეებო,
გილოცავთ გერმანული ენის ეროვნულ ოლიმპიადაში მეორე ტურის წარმატებით დასრულებას.
31 მარტს გეძლევათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოთ ოლიმპიადის ფინალურ ტურში, რომელიც საქართველოს გოეთეს ინსტიტუტში ჩატარდება.
აქ შეგიძლიათ გაეცნოთ დაწვრილებით ინფორმაციას ფინალური ტურის მიმდინარეობისა და დაწესებული პრიზების შესახებ.
გისურვებთ წარმატებას!


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი და გოეთეს ინსტიტუტი 2018 წლის 31 მარტს გერმანული ენის ეროვნული ოლიმპიადის ფინალურ ტურს გამართავენ. საფინალო ეტაპზე მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ გამოცდაში, რომელიც ენების საერთო ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოს B2 დონეს შეესაბამება.

წერილობითი გამოცდა შედგება ორი ნაწილისაგან:
1. მოსმენა; 2. კითხვა;
გამოცდა გრძელდება 115 წუთი. ნამუშევრების გასწორება და შედეგების გამოქვეყნება მოხდება ადგილზე, უშუალოდ გამოცდის შემდეგ. აპელაცია შესაძლებელია მხოლოდ გამოცდის დღეს შედეგების გამოქვეყნებიდან 14:00 საათამდე. დაგვიანებული საჩივრები არ განიხილება.
 
პრიზები
  • ყველა მონაწილეს გადაეცემა ოლიამპიადაში მონაწილეობის სერტიფიკატი.
  • 21 საუკეთესო მოსწავლე მონაწილეობას მიიღებეს საერთაშორისო ოლიმპიადის შესარჩევ ტურში.
გერმანული ენის საერთაშორისო ოლიმპიადა
გოეთეს ინსტიტუტი მოსწავლეებს სთავაზობს გერმანული ენის 2018 წლის საერთაშორისო ოლიმპიადიის შესარჩევ ტურში მონაწილეობას. შესარჩევი ტური წარმოადგენს ზეპირ გამოცდას და გაიმართება წერილობითი გამოცდისა და აპელაციის პროცედურის დასრულების შემდეგ 31 მარტს გოეთეს ინსტიტუტში.
 
საერთაშორისო ოლიმპიადის შესარჩევ ტურში მონაწილეობის პირობები

ზეპირ გამოცდაზე გასვლის უფლება მიეცემა მხოლოდ 21 მოსწავლეს, რომლებიც:
  • წერილობით ტესტში მაქსიმალურ ქულებს დააგროვებენ
  • დაბადებული არიან 2001-2004 წლებში
  • არ გაჩერებულან გერმანულენოვან ქვეყნებში საცხოვრებლად 6 თვეზე მეტი ხნით
  • არ სწავლობენ გერმანულ საერთაშორისო და კერძო სკოლებში, სადაც გაკვეთილის და კომუნიკაციის ენას გერმანული წარმოადგენს
  • თანახმა არიან/შეუძლიათ 15.-28.07.2018 გერმანიაში გამგზავრება(და ამ პერიოდში ერთიან ეროვნულ გამოცდებში არ უწევთ მონაწილეობის მიღება)
  • წარმოადგენენ მშობლების მიერ ხელმოწერილ თანხმობას იმის შესახებ, რომ გამარჯვების შემთხვევაში გერმანიაში გამგზავრების უფლება ექნებათ.(ეს პირობა ეხებათ მხოლოდ 16 წლამდე ასაკის მოსწავლეებს)
მოსწავლეები გამოცდის დაწყებამდე შეავსებენ ანკეტას და ხელს მოაწერენ მონაწილეობის პირობებს. არასწორი ინფორმაციის მითითება გამოიწვევს მოსწავლის დისკვალიფიკაციას.
 
პრიზები
1. პირველ და მეორე ადგილზე გასული მოსწავლეები მიიღებს სტიპენდიას საერთაშორისო ოლიმპიადაზე გასამგზავრებლად, რომელიც ტარდება 15.-28.07.2018 ფრაიბურგში, გერმანიის
ფედერაციულ რესპუბლიკაში.
2. მე-3 ადგილზე გასულ მოსწავლეს გადაეცემა საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის
უფასო ენის კურსი
3. "არვატო ბერთელსმანი" და გოეთეს ინსტიტუტი ფინალში გადასულ 18 მოსწავლეს სპეციალური პრიზით დააჯილდოებს, რომელიც გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება ცნობილი.


დამატებითი ინფორმაცია:
საინფორმაციო ბროშურა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი