Schnelleinstieg:

Direkt zum Inhalt springen (Alt 1)Direkt zur Sekundärnavigation springen (Alt 3)Direkt zur Hauptnavigation springen (Alt 2)
Programmtag 2© Goethe-Institut

პროგრამა | დღე 2

30 ოქტომბერი 2021

პროგრამის მე-2 დღე გამიზნულია საქართველოში დასაქმებული გერმანული ენის მასწავლებლებისთვის.
დაესწარით საინტერესო ვორქშოპებს, მოისმინეთ მოხსენებები და ჩაერთეთ ცოცხალ დისკუსიებში, რომლებიც რამდენიმე თემატურ ბლოკადაა დაყოფილი: ციფრული სწავლება, ხელოვნება გერმანული ენის გაკვეთილზე, მდგრადი განვითარება და გერმანული ენის სწავლება საქართველოში.
ვორქშოპების დაწყებამდე გაიმართება საქართველოში გერმანული ენის მასწავლებელთა ასოციაციის გენერალური ყრილობა და ჩატარდება გამგეობობის არჩევნები.

ღონისძიებები გაიმართება ონლაინ Zoom-ში.

რეგისტრაცია

განრიგი - დღე 2


გახსნა/ მისალმება

10:00 – 10:30 | ზუმის პლენარულ დარბაზში შესვლა

10:30 -11:30 | ოფიციალური გახსნა და მისალმება

ეკატერინე დგებუაძე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე
ჰუბერტ ქნირში
გერმანიის ელჩი საქართველოში
ნინო ფალავანდიშვილი
საქართველოში გერმანული ენის მასწავლებელთა ასოციაციის პრეზიდენტი
ბარბარა ფონ მიუნხჰაუზენი
საქართველოში გოეთეს ინსტიტუტის დირექტორი
გებჰარდ როილი
DAAD-ს თბილისის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი


Mitgliederversammlung des Deutschlehrerverbands in Georgien

11:30-13:00 | პლენარული დარბაზი

  • ასოციაციის წევრთა კრება
  • გამგეობის არჩევნები

13:00 -14:00 | შესვენება


ვორქშოპები

14:00 - 19:00 | ზუმის ოთახები

თემატური ბლოკი 1: ციფრული სწავლა

14:00 - 15:30
ციფრული სწავლება - თანამშრომლობითი სწავლების ონლაინ საგანმანათლებლო რესურსები გერმანული ენის გაკვეთილზე

ციფრული სწავლება - თანამშრომლობითი სწავლების ონლაინ საგანმანათლებლო რესურსები გერმანული ენის გაკვეთილზე.
ციფრული ტექნოლოგიების განვითარებამ განსაკუთრებული მოთხოვნები დააყენა სწავლების პროცესის და გაკვეთილის ორგანიზების კუთხით. ციფრულმა განათლებამ ერთის მზრივ ხელი უნდა შეუწყოს თანამედროვე ციფრული რესურსების გამოყენებით ახალი სასწავლო სტრატეგიების და მეთოდების განვითარებას, მეორეს მხრივ მომაზადოს მოსწავლეები ციფრულ სამყაროში ინტეგრირებისათვის. ციფრული რესურსების სწავლების პროცესში გამოყენების მიზანი თავად ამ პროცესის გამრავალფეროვნება და მოსწავლეთა მაქსიმლური ჩართულობის უზრუნველყოფაა. ასევე მოსწავლეთა და მასწავლებელთა ციფრული უნარების და კომპეტენციების განვათარება, რათა მათ შეძლონ ონლაინ ინსტრუმენტის სწორად გამოყენაბა და სწავლების პროცესში გამოკვეთილ საჭიროებაზე მორგება.სემინარის ფარგლებში წარმოდგენილი და განხილული იქნება ის ონლაინ ინსტრუმენტები,რომლებიც ხელს უწყობს გაკვეთილის კრეატიულად წარმართვას ,კოლაბორაციული მუშაობას, დისკუსიის წარმართვას, ფიდბეკს, როგორც საკლასო სივრცეში ისე, ონლაინ სწავლების დროს, პრაკტიკული და ინტერაქციული მაგალითების საფუძველზე მსმენელებს შესაძლებოლა ექნებათ თავად გეცნონ და დაგეგმონ გაკვეთილები განხილული ონლაინ საგანმანათლებლო რესურსების გამოყენებით.
 
რეფერენტი:
მთვარისა ბუსკივაძე

15:40 - 17:10
დავალების კრიტერიუმები ონლაინ გაკვეთილისათვის

დავალების კრიტერიუმები გერმანული ენის ონლაინ გაკვეთილისათვის
ენების სწავლა-სწავლების პროცესზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია სხვადასხვა სფეროების ციფრულმა განვითარებამ. ყურადღების ცენტრში მოექცა გაციფრულების უპირატესობის საკითხი, რომლის გაზომვა არა ტექნიკური მოწყობილობების,  არამედ დიდაქტიკური მიზნების გატარებით არის შესაძლებელი. სწორედ აღნიშნული რეალობისა და კონკრეტული მაგალითების გათვალისწინებით მოხდება ონლაინ გაკვეთილისათვის კარგი დავალებების კრიტერიუმების განხილვა. შეხვედრა მიზნად ისახავს დაანახოს მონაწილეებს, რომ დავალებების შერჩევის კრიტერიუმები ისეთივე მნიშვნელოვანია ონლაინ გაკვეთილისთვის, როგორც დასწრებული სწავლებისას. გარდა ამისა მონაწილეები გაეცნობიან ონლაინ რესურსებს და მათი ონლაინ გაკვეთილზე ეფექტიანად გამოყენების შესაძლებლობებზე იმსჯელებენ.

რეფერენტი:
შორენა კვანჭიანი

17:30 - 19:00
კალიოპე მინით პროგრამირება

კალიოპე მინის გააქტიურებით გაკვეთილზე პროგრამირების შეტანა აღძრავს მოსწავლეთა ცნობისმოყვარეობას. მიკროკომპიუტერი შექმნილია საგანმანათლებლო მიზნებისთვის და გამოიყენება როგორც სასწავლო რესურსი, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეების დაინტერესებას საბუნებისმეტყველო თემებითა და პროგრამირებით. ის მიზნად ისახავს ციფრულ სამყაროში მოსწავლეთა თამაშით ჩართვას  და მოტივირებას  გერმანული ენის შესასწავლად.
კალიოპე მინის საშუალებით მოსწავლეები გაიღრმავებენ ტექნოლოგიურ ცოდნას და საგანთაშორის ინტეგრირებით შეიცნობენ სამყაროს.
ვორქშოპი  მრავალფეროვანი და მოსწავლეებზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის პირობაა.

რეფერენტები:
ია ფირცხელავა
ნესტან შანავა

14:00 - 15:30
15:40 - 17:10
17:30 - 19:00

ინტერქციული სასწავლო ვიდეობის შექმნა

ტრადიციული განმარტებითი ფილმებისგან განსხვავებით, ინტერაქციული სასწავლო ვიდეოების მეშვეობით პრეზენტაციების მომზადება მოსწავლეებისგან შინაარსზე აქტიურ მუშაობას მოითხოვს.
მაგალითად, ამ დროს შეგიძლიათ იპოვოთ პასუხი შეკითხვებზე, რომელიც შინაარსის გაგებას უკავშირდება, ივარჯიშოთ ენობრივი ფორმების გამოყენებაში ან პირდაპირ ვიდეოში აღმოაჩინოთ ქვეყანათმცოდნეობითი ინფორმაციები.
ემპირიული კვლევებიც აჩვენებს, რომ სასწავლო ვიდეოებში ინტერაქციული ელემენტების გამოყენება დადებითად აისახება სწავლის შედეგზე.
ინტექციული სასწავლო ვიდეობი დიდ დიდაქტიკურ პოტენციალს შეიცავს არა მხოლოდ გერმანული ენის სწავლებისთვის, არამედ ზოგადად სწავლის პროცესისთვის.
 
ვორქშოპის მონაწილეებს საშუალება ექნებათ, შეიმუშაონ ინტერაქციული სასწავლო ვიდეოების გაკვეთილზე გამოყენების სცენარები. ისინი ნახავენ და გამოცდიან, თუ როგორ იქმნება ასეთი ვიდეოები H5P პროგრამის საშუალებით და როგორ შეიძლება მათი ინტეგრირება საკუთარ გაკვეთილებზე.
 
რეფერენტი:
რალფ კლოეცკე

თემატური ბლოკი 1: ხელოვნება გერმანული ენის გაკვეთილზე

14:00 - 15:30 


ვლოგები და ვიდეოები გერმანული ენის გაკვეთილზე
გსურთ შემოიტანოთ ახალი რეალობა თქვენს საკლასო ოთახში? მაშინ, გამოიყენეთ ვლოგებისა და ვიდეოების პოტენციალი, რაც  საშუალებას მოგცემთ, ჩაეფლოთ ახალ სამყაროში. ამ ვორკშოპზე წარმოგიდგენთ, თუ როგორ შეგიძლიათ გაუღრმავოთ თქვენს მოსწავლეებს ინტერკულტურული ცოდნა ფილმების დახმარებით. გარდა ამისა, ვლოგი და ვიდეო გვთავაზობს უშუალო კავშირს ყოველდღიურ ცხოვრებასთან და სწორედ ამიტომ მოსწავლეების უცხოურ ენაზე ასალაპარაკებელი საუკეთესო საშუალებებია. ჩვენ გვსურს თქვენთან ერთად გამოვცადოთ სხვადასხვა მეთოდური მიდგომები და  კონკრეტული ონლაინ მაგალითების საშუალებით ერთად დავრწმუნდეთ, თუ როგორ შეიძლება ვლოგმა და ვიდეომ გაამდიდროს თქვენი გაკვეთილები.  

რეფერენტი:
აგნიესცკა კრაიევსკა

15:40 - 17:10
ვისწავლოთ გერმანული ჰოლოზეუმში /
გერმანულის  დეტექტიურად სწავლა

ვორკშოპი განკუთვნილია საქართველოში დასაქმებული სკოლისა და უმაღლესი სასწავლებლების გერმანული ენის მასწავლებლებისათვის; უპირველესად იმ პედაგოგებისთვის, რომელთაც სურთ  მეთოდურად მრავალფეროვანი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინტერაქციული გერმანულის გაკვეთილი  სასწავლო ოთახის გარეთ აქამდე უჩვეულო გარემოში ჩაატარონ. ამას გარდა ვორკშოპი ოპტიმალურია იმ პედაგოგებისათვის, რომლებიც ახალი იდეების ძიებაში არიან, იმისათვის, რომ გერმანულის გაკვეთილი საკლასო ოთახში  ონლაინ-გაკვეთილის პარალელურად სინქრონულად კრეატიულად დაგეგმონ და განახორვიელონ.  
 
ვორკშოპის ნაწილი არის იმ ცნობილი საინტერესო პროექტის გაგრძელება, რასაც „ვისწავლოთ გერმანული მუზეუმში“ ჰქვია. კერძოდ კი თბილისის ეროვნულ გალერეაში: თემა -ფიროსმანი- სმა-ჭამა დიდად შესარგი. ამჯერად სხვა ჭრილში არის წარმოდგენილი თემა: ცხოველები და პერსონაჟები  და პედაგოგები ეცნობიან  შემდეგს: 
-         როგორ წარიმართება ჰოლოგრამებით სპონტანური ინტერაქცია გერმანულ ენაზე
-         გარემოს, როგორიცაა გვირაბი და მოქმედი გმირების- ცხოველების, ადამიანებისა და  ბუნების  ჰოლოგრამებად გარდასახვას; ამ ყველაფრის ხელოვნების ნიმუშად აღქმას და გერმანულ ენაზე ალაპარაკებას. ამასთან ებადებათ უნიადაგობის შეგრძნება და მიუხედავად ამისა არ უვითარდებათ არანაირი შიშის გრძნობა და  პირდაპირ გადაიჭრებიან ილუზიებში.
-       ენის შემსწავლელების უმეტესობას სიხარულის განცდა ეუფლებათ მაშინ, როცა როგორც დეტექტივს,  საშუალება ეძლევათ ნაკვალევს მისდიონ და ამოხსნან ამოუცნობი ფენომენი, გამოიგონონ ამბები. სწორედ ამას ეყრდნობა ეს საგაკვეთილო საწყისი. ავთენტური ობიექტების  მეშვეობით ყოველდღიურობიდან ენის შემსწავლელები მიდიან იქამდე, რომ საკუთარი კითხვები, ვარაუდები და იდეები ჩამოაყალიბონ და ღია კითხვებზე თავად მოიძიონ სარწმუნო პასუხები.
 
მოცემულ ვორკშოპში გაიცემა რეკომენდაციები კურსის დაგეგმისა შესაბამისი მასალების მოძიებისათვის. მონაწილეები რამოდენიმე საგაკვეთილო აქტივობას ერთობლივად გამოცდიან და შეიმუშავებენ ხერხს, როგორ შეიძლება ეს ყოველივეამა თუ იმ  განსაკუთრებულ სამიზნე ჯგუფს მოარგონ.
 
რეფერენტები:
ბელა შალამბერიძე
დოქტ. ევა შმუქერი

17:30 - 19:00

დრამის პედაგოგიკა გერმანული ენის გაკვეთილზე

ემოციური სივრცე და ემოციის გამოხატვის ხერხები დადებითად აისახება უცხო ენის შესწავლის პროცესზე. ჩვენს ვორკშოპში აქცენტს ვაკეთებთ სწორედ დრამაპედაგოგიურ მეთოდზე, რომელიც ენის შემსწავლელს ლაღი ატმოსფეროს წყალობით უამრავ უნარ-ჩვევას უვითარებს. დრამაპედაგოგიური მეთოდი , ეს გახლავთ თეატრალიზირებული მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს ქმედებაზე ორიენტირებულ გაკვეთილზე თავისუფლად მეტყველების, ზოგადად მეტყველების შიშის დაძლევას და ემსახურება კოგნიტურ, აფექტურ და ფსიქომოტორულ მიზნებს.
ვორკშოპის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ამ მეთოდის სხვადასხვა აქტივობას.
 
რეფერენტები:
ანა ბაკურაძე
ია გვიანიძე

14:00 - 15:30
15:40 - 17:10
17:30 - 19:00

ყველაფერი დამოკიდებულია სწორ სიტყვაზე

ძიება. რამდენად ღრმად შეგვიძლია ჩავეფლოთ თემაში, რა გზები არსებობს მოსწავლეებისთვის თემის ჩასაწვდომად?
ამ კურსის მიზანია გერმანელი ენის პედაგოგებისათვის ჟურნალისტიკისა და რეკლამირების მეთოდების ჩვენება, რომელთა ინტეგრირებაც შესაძლებელია საკუთარ გაკვეთილებზე. როგორ უნდა მოვიძიო კონკრეტული თემა, როგორ გამოვიყენო ინტერნეტრესურსები სწორად? როგორ შევამოწმო წყარო და თავიდან ავიცილო "ყალბი ამბების" გავლენა?
გარდა ამისა, მასწავლებლები გაიცნობენ სავარჯიშოებს, რომელთა დახმარებითაც მათ მოსწავლეებს რეკლამის შექმნა შეეძლებათ. რომელი სიტყვა იქნება სწორი, რომ ადრესატში წარმოდგენები და ემოციები გააღვიძოს? როგორ ვიპოვოთ სწორი სიტყვები, რომ გამოვხატო ზუსტად ის, რაც კარგად ჟღერს ჩემს გონებაში, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის დამაჯერებელი ქაღალდზე? სიტყვები უნდა ავწონ-დავწონოთ, ერთმანეთს შევადაროთ და დასკვნები გამოვიტანოთ: ნამდვილად სწორი სიტყვაა ეს და ნამდვილად გამოხატავს იმას, რისი გადმოცემაც მინდა?

რეფერენტი:
მიჩ მილერი

თემატური ბლოკი 1: მდგრადი განვითარება

14:00 - 15:30
15:40 - 17:10
17:30 - 19:00

მდგრადი განვითარება მოძრაობა „Fridays for Future“-ის  მაგალითზე

მდგრადი განვითარების თემა ძალიან კომპლექსურია და გაკვეთიზე მრავალი ინტეგრირებული თემის გონივრულად განხილვის შესაძლებლობას გვაძლევს.  აქვე ისმის კითხვა, თუ როგორ შეიძლება გერმანული ენის გაკვეთილზე იმგვარი თემების განხილვა, რომელიც ახალგაზრდა შემსწავლელისთვის საინტრესო იქნება და ამავდროულად მდგრადი განვითარების საკითხებს შეეხება? მოძრაობა  „Fridays for Future“-ის  მაგალითზე  განვიხილავთ გერმანული ენის გაკვეთილისა და მდგრადი განვითარების საკითხების ერთმანეთთან ინტეგრირების შესაძლებლობებს, მათი მეთოდური დამუშავების გზებს და გავაანალიზებთ მათ პოტენციალს გაკვეთილისთვის.
 
რეფერენტი:
ფატი რამიშვილი

14:00 - 15:30
15:40 - 17:10
17:30 - 19:00

მდგრადი განვითარების მიზნები ჩემს გაკვეთილზე?!

მდგრადობა დღესდღეობით არის სიტყვა, რომელიც მოიცავს სამ სფეროს, რომელთა განვითარებაც აუცილებელია.
იუნესკოს მდგრადი განვითარების 17 მიზანი ეკოლოგიის, ეკონომიკისა და სოციალური საკითხების თემებშია გაერთიანებული.
რა მიზნებია ესენი? როგორ შეუძლიათ გერმანული ენის ახალგაზრდა შემსწავლელებს ამ მიზნების აღმოჩენა?
ვორქშოპზე გაეცნობით უკვე აპრობირებულ მეთოდებსა და მასალებს,  რომლებიც გვეხმარება, რომ სიტყვები საქმედ ვაქციოთ. მომავალში მდგრადი განვითარების პროექტები თქვენს გაკვეთილზე, გერმანული ენის შესწავლის პროცესშიც დაიმკვიდრებს ადგილს.

რეფერენტი:
ანტიე ჰუებნერი

თემატური ბლოკი 1: გერმანული ენა საქართველოში

14:00 - 17:10

გერმანული ენის სწავლება და კვლევა საქართველოში

სექციაზე ყურადღება გამახვილებულია გერმანული ენის სწავლებისა და სამოქმედო კვლევის გამოყენების შესაძლებლობებსა და სფეროებზე, რაც ხელს უწყობს სწავლების გაუმჯობესებას.


14:00-15:50 მოხსენებები

14:00-14:30
გერმანული ენის გაკვეთილის კვლევა საქართველოში. პრობლემები და პერსპექტივები.
პროფ.დოქტ. ეკატერინე შავერდაშვილი, ინოვაციური განათლების ცენტრის ხელმძღვანელი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;

14:30-14:50
დარგობრივი ენის მეთოდიკა და უცხო ენების დიდაქტიკის პრინციპები ონლაინ გაკვეთილზე.
პროფ.დოქტ. ნინო აბრალავა, უცხო ენების აკადემიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი;

14:50-15:10
ღირებულებითი განათლება და VaKE-მოდელი გერმანული ენის გაკვეთილზე საქართველოში.
მაგდა გოგრიჭიანი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი, თავისუფალი უნივერსიტეტის გერმანული ენის ლექტორი;

15:10-15:30
შერეული ფორმატით სწავლება მასწავლებლის მომზადების პროგრამის სტუდენტებთან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. პრობლემები და პერსპექტივები.
პროფ. დოქტ. თინათინ კიღურაძე, ინოვაციური განათლების ცენტრის მკვლევარი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;

15:30-15:50
თანამშრომლობის გავითარება შერეული ფორმატის მასწავლებლის მომზადების პროგრამებში
ანა მშვილდაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი; გოეთეს ინსტიტუტის ენების განყოფილების კოორდინატორი.

15:50-16:00 შესვენება

16:00-17:10 საკუთარი პრაქტიკის კვლევის წარდგენა. დისკუსია


სექციის ხელმძღვანელი: ეკატერინე შავერდაშვილი
Prof. Dr. Ekaterine Shaverdashvili

17:30 - 19:00

გერმანული ენის მასწავლებლების მომზადება საქართველოში

ამ სექციაზე მოხდება საქართველოში გერმანული ენის მასწავლებელთა მომზადების არსებულ სიტუაციისა და პერსპექტივების განხილვა შემდეგ საკვანძო კითხვებზე დაყრდნობით: საკმარისია თუ არა არსებული სასწავლო შეთავაზებები ხარისხობრივად და რაოდენობრივად? რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ახალგაზრდა კადრების მომზადება ხდებოდეს? როგორ შეიძლება აბიტურიენტების დაინტერესება გერმანული ენის მასწავლებლის პროფესიით? სექციაზე გამოთქმული აზრებისა და იდეების გაცვლის შედეგები შეჯამდება სამოქმედო სტრატეგიული რეკომენდაციების ფორმით.

მოდერაცია:
გებჰარდ როილი

19:00 | დასასრული

Programmtag 1 © Goethe-Institut

1-ლი დღე

აქ შეგიძლიათ გაეცნოთ პირველი დღის პროგრამას!

Programmtag 2 | Aserbaidschan © Goethe-Institut

|| აზერბაიჯანი

აღმოაჩინეთ მე-2 დღის პროგრამა, რომელიც ბაქოში გაიმართება და აზერბაიჯანელი მასწავლებლებისთვისაა განკუთვნილი.
 

Referent*innen © Goethe-Institut

რეფერენტები

აქ გაეცნობით 2021 მასწავლებელთა დღის ფარგლებში ჩართულ რეფერენტებს, მათ გამოცდილებასა და კვალიფიკაციას.

კონტაქტი

ნინო ფალავანდიშვილი
| გერმანული ენის მასწავლებელთა ასოციაცია საქართველოში
deutschlehrerverbandgeorgien@gmail.com

გებჰარდ როილი
| DAAD
Reul@daad-georgia.org

საშა ფაბრი
​| გოეთეს ინსტიტუტი
Sascha.Fabri@goethe.de 

ანა მშვილდაძე
​| გოეთეს ინსტიტუტი
Ana.Mshvildadze@goethe.de