ცეკვა სკოლაში

ცეკვა სკოლაში

"ცეკვა სკოლაში" არის საქართველოში გოეთეს ინსტიტუტის ერთჯერადი საერთაშორისო პროექტი, რომლის მიზანია გაცვლითი პროგრამის მეშვეობით ურთიერთნდობის ამაღლების ხელშეწყობა და სასკოლო ყოველდღიურობაში მოძრაობის და ცეკვითი ელემენტების შეტანით სასწავლო პროგრამის შედგენა და სრულყოფა.

პროექტი განხორციელდება სამ ფაზად:

I ფაზა: საერთაშორისო საზაფხულო ბანაკი
2017 წლის 16 ივლისიდან 26 ივლისამდე გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში იწვევს შვიდ სკოლის გუნდს სომხეთის, აზერბაიჯანის, გერმანიის, საქართველოს და რუსეთის სკოლებიდან რუსთავში (www.iscr.ge) დაგეგმილ საერთაშორისო საზაფხულო ბანაკში მონაწილეობის მისაღებად. თვითოეული სკოლის გუნდი შედგება ორი მასწავლებლისგან (ამათგან ერთი გერმანული ენის მასწავლებელი) და ოთხი მოსწავლისგან. ბერლინური პროექტ „TanzZeit“-ის ხელოვანებთან ერთად თავდაპირველად პრაქტიკაში გაეცნობიან იმას თუ როგორ ახდენენ მოძრაობა და ცეკვა, მუსიკა და რიტმი ჩვენი ყოველდღიურობის სტრუქტურირებას და გამრავალფეროვნებას. მოძრაობაში და ერთმანეთთან ცეკვით ჩვენ ვამყარებთ კომუნიკაციას და ეს ხდება გერმანული ენის როგორც ჩვენი საკომუნიკაციო უცხო ენის საშუალებით, რომელზეც ჯერ კიდევ გვიჭირს კარგად საუბარი!

ექსპერტების დახმარებით სკოლის გუნდები შეიმუშავებენ საპროექტო იდეებს, რომლებსაც ისინი მომდევნო სასკოლო წელს თავიან სკოლებში განახორციელებენ - ეს შესაძლებელია განხორციელდეს როგორც საცეკვაო ჯგუფების, უცხო ენის გაკვეთილზე მოძრაობის და ცეკვის ელემენტების ჩართვის გზით ასევე საცეკვაო წარმოდგენების და მცირე პერფორმანსების სახით.

II ფაზა: საპროექტო იდეების განხორციელება სკოლებში
საერთაშორისო ბანაკიდან დაბრუნების შემდეგ სკოლის გუნდები იწყებენ თავიანთ სკოლებში პროექტების "ცეკვა და მოძრაობა" განხორციელებას. მოსწავლეები, საგნობრივი მასწავლებლები და გერმანული ენის მასწავლებლები მჭიდროდ თანამშრომლობენ ერთმანეთთან. ისინი ეცდებიან რომ თავიანთი სკოლელები და მასწავლებლები ამ პროექტით დააინტერესონ და 2017 წლის შემოდგომაზე ამას სხვადასხვა წარმოდგენების, ღია გაკვეთილების და პერფომანსების საშუალებით განახორციელებენ. ამაში მათ გოეთეს ინსტიტუტი გაუწევს დახმარებას. თითოეული სკოლის გუნდის შედეგები შიდა საპროექტო კონკურსში მიიღებს მონაწილეობას. ორი გამორჩეული პროექტი გოეთეს ინსტიტუტის მიერ მიწვეული იქნება მესამე ფაზაში მონაწილეობის მისაღებად.

III ფაზა: ვორკშოპი და წარმოდგენა თბილისში
ორი გამორჩეული პროექტი მიწვეული იქნება ვორკშოპზე, რომელიც ჩატარდება 2017 წლის ნოემბერში. ამ ეტაპზე მოხდება პროექტების "TanzZeit" -ის ხელოვანებთან ერთად დახვეწა და ვორკშოპის დასასრულს თბილისში გერმანულ-ქართული მეგობრობის წლის ფარგლებში წარმოდგენის გამართვა. მესამე ფაზისთვის მიწვეულნი იქნებიან ოც-ოცი მონაწილისგან შემდგარი ორი სკოლის გუნდი. მოხდება პროექტის "ცეკვა სკოლაში" ფილმის სახით დოკუმენტირებაც.

I-III ფაზების განმავლობაში TanzZeit-ის და გოეთეს ინსტიტუტის DaF-ექსპერტები შეიმუშავებენ მეთოდებს და კონცეფციებს, რომ შესაძლებელი გახდეს ცეკვის და მოძრაობის ელემენტების უცხო ენის გაკვეთილზე გაძლიერებული ინტეგრირება და მონაწილე ქვეყნებში და მათ სასკოლო განათლებაში ამ მხრივ სასწავლო მიდგომების გამტკიცება.

მონაწილე სკოლის გუნდები საზაფხულო ბანაკში ყოფნისას მოძრაობის და ცეკვის დახმარებით გაეცნობიან კომუნიკაციის არავერბალურ საშუალებებს, საკუთარი პროექტის ფარგლებში მიღებული ცოდნის პროდუქტიული გამოყენებისთვის ერთობლივად დაამუშავებენ მიდგომებს. საერთაშორისო ბანაკში შექმნილი ატმოსფერო არა მარტო ობიექტურობას, ტოლერანტულობას, მოხალისეობას და ექპერიმენტებისთვის მზაობას უწყობს ხელს, რაც პროექტ "ცეკვა სკოლაში" მიზანს წარმოადგენს, არამედ თანაარსებობის აუცილებლობასაც უსვამს ხაზს. 

პროექტის შესახებ გერმანულად
ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ გუნდებს სომხეთის, აზერბაიჯანის, გერმანიის, საქართველოს და რუსეთის სკოლებიდან. გერმანულის როგორც უცხო ენის სწავლება სკოლაში ამის წინაპირობაა. თითოეული სკოლის გუნდი შედგება გერმანული ენის მასწავლებლისგან (B2 დონე), შეძლებისამებრ ერთი საგნობრივი მასწავლებლისგან (გერმანული ენის ელემენტარული ცოდნით) და ოთხი მოსწავლისგან (ასაკი 12 დან -17 წლამდე). მოსწავლეებს სკოლაში რეგულარულად უნდა უტარდებოდეთ გერმანული ენის გაკვეთილი  და იმყოფებოდნენ A2 დონეზე. სკოლის გუნდს უნდა გააჩნდეს ახლის და უჩვეულოს შესწავლის და ექპერიმენტების მოსინჯვის სურვილი,  გახსნილობა ცეკვის და მოძრაობისთვის და იდეები, ძალები და ენერგია საკუთარი პროექტის 2017 -ის სასწავლო წელს სკოლაში განხორციელებისთვის.

როგორ ვიღებ მონაწილეობას?
გთხოვთ შეავსეთ ანკეტა სრულად და გამოაგზავნეთ 2017 წლის 4 ივნისამდე შემდეგ ელ.მისამართზე:
teona.dvali@goethe.de
გთხოვთ ანკეტას თან დაურთოთ:
  • გერმანული ენის მასწავლებლის რეზიუმე (CV)
  • პროექტში მონაწილეობაზე სკოლის დირექციის თანხმობა
  • საკუთარი იდეების 2017/2018 სასწავლო წელს განხორციელების მოკლე მონახაზი (დაახლ. 1 გვერდი) 
ივნისის დასაწყისში თქვენ დაგიკავშირდებიან თქვენი განაცხადის სტატუსთან დაკავშირდებით. სკოლის გუნდების მონაწილეობას პროექტში სრულად დააფინანსებს გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში.