რადიოინტერვიუები მყინვარების მუსიკა II

პარასკევი, 12.06.2020 -
ოთხშაბათი, 24.06.2020

ონლაინ www.radioantenna.net

RadioAntenna-სთან თანამშრომლობით

თბილისის გოეთეს ინსტიტუტი და გოეთეს ცენტრი ერევანში რადიო ანტენასთან თანამშრომლობით წარმოგიდგენენ პროექტს "მყინვარების მუსიკა". პროექტი მოიცავს უმნიშვნელოვანეს საკითხს, მყინვარების დნობას, გლობალური დათბობის პრობლემას და თემის აუდიო არტისტების ინტერპრეტაციას. პროექტი აერთიანებს გერმანელ, ქართველ და სომეხ აუდიო ვიზუალურ ხელოვანებს: რობერტ ლიპოკი (ბერლინი), ანუშკა ჩხეიძე (თბილისი), ეთო გელაშვილი (თბილისი), ჰაიკ კაროი კარაპეტიანი (ერევანი), ლილევანი ( გერმანია).

2020 წელს კორონაჟამიანობას ერთი კარგი მხარე მოჰყვა, რომელიც ბუნებაზე დადებითად აისახა. ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს ჩვენს სულ უფრო გადარეულ და გაუწონასწორებელ დროში ბუნებამ ჩვენგან „ტაიმაუტი“ აიღო. ამის შედეგები კი სულ მალე ვიხილეთ, როდესაც ჰაერი და წყალი გაიწმინდა და როცა დელფინები თუ პინგვინები ისევ ადამიანის სიახლოვეს გამოჩნდნენ. ცხადია, მყინვარების დნობას ასე სწრაფად ვერაფერი შეაჩერებს, მაგრამ ამ იძულებითი პაუზის დროს იმის საშუალება მოგვეცა, რომ კიდევ ერთხელ დავფიქრებულვიყავით ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობებზე და იმაზე, თუ რა შეიძლება ჩვენითვე შევცვალოთ და სხვანაირად წავმართოთ.

2019 წელს გოეთეს ინსტიტუტის პროექტმა სახელად „მყინვარების მუსიკა“ ტიანშანის მთებიდან კავკასიაში გადმოინაცვლა. გერმანელმა ხელოვანებმა, ლილევანმა და რობერტ ლიპოკმა ყინულის დნობის ჰანგები ქართულ და სომხურ მთებთან მოიყვანეს ჰარმონიაში. ყოველი წარმოდგენა უნიკალური და განუმეორებელი სიმბიოზი იყო - ანუშკა ჩხეიძის და რობერტ ლიპოკის ელექტრონული მუსიკის, ჰაიკო კარაპეტიანის მიერ დაკრული სომხური დუდუკის, ეთო გელაშვილის ნამღერი ქართული სიმღერის და ლილევანის საოცარი ვიზუალური პერფორმანსის ფონზე. ოთხივე კონცერტი ჯუთაში, ქუთაისში, თბილისსა და ერევანში სულ განსხვავებულ ადგილებში ჩატარდა და მაყურებელზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა.

შემოდგომაზე გოეთეს ინსტიტუტს კონცერტების ჩატარება დაგეგმილი აქვს, ასევე, ბათუმსა და ბაქოში, იქ სადაც გამდნარი მყინვარების წყლები ზღვაში ჩაედინება. მანამდე კი პროქტი „მყინვარების მუსიკა 2“ სხვადასხვა დიგიტალური ფორმატების მეშვეობით უფრო ფართო აუდიტორიისთვის გახდება ხელმისაწვდომი. ვიმედოვნებთ, რომ ამით კიდევ ერთხელ გაჟღერდება ხელოვანების და მათი ნაშრომის ძირითადი მესიჯი, რომელიც კორონას ეპოქაში გავიაზრეთ: ის, რომ ჩვენ ძალგვიძს, გლობალური დათბობის საწინააღმდეგოდ მოქმედება, თუ კიდევ ერთხელ დავფიქრდებით ჩვენი ცხოვრების ნირსა და ჩვეულებეზე და კიდევ უფრო გაფრთხილებით მოვეპყრობით გარემოს.
ჩვენს დიგიტალურ აუდიტორიას კი ამით ვუსურვებთ სასიამოვნო წუთებს გერმანელი, ქართველი და სომეხი ხელოვანების ამ უჩვეულო პერფორმანსის და მათ ჩანაწერების მოსმენისას.

რადიოინტერვიუების თანმიმდევრობა:

12.06.2020 / 20:00 - 21:00 / Radioantenna ინტერვიუ + საუნდი
ლევან ტიელიძე, გლაციოლოგი

16.06.2020 / 20:00 - 21:00 / Radioantenna ინტერვიუინტერვიუ + საუნდი
ბარბარა ფონ მიუნზჰაუზენი, თბილისის გოეთეს ინსტიტუტის დირექტორი

19.06.2020 / 20:00 - 21:00 / Radioantenna ინტერვიუ ინტერვიუ + საუნდი
რობერტ ლიპოკი, პროექტის მუსიკალური ხელმძღვანელი

24.07.2020 / 20:00 - 20:40 / Radioantenna  საუნდი
ანუშკა ჩხეიძე (საქართველო), ეთო გელაშვილი (საქართველო), კაიკ კაროი კარაპეტიანი (სომხეთი)



 

დაბრუნება