ლიტერატურული კლუბი ბავშვებისთვის

eine Kindergruppe Colourbox

შაბათი, 11.02.2023

ა.წ. თებერვლიდან ლიტერატურული კლუბი ბავშვებისათვის კვლავ განახლდება და იწვევს ყველას, ვისაც უყვარს წიგნები, ლიტერატურის სამყაროში სამოგზაუროდ. კლუბის შეხვედრები გაიმართება გოეთეს ინსტიტუტის ბიბლიოთეკაში და ბავშვებს ხატვის, ხელსაქმის, სიმღერისა თუ თამაშის დახმარებით გერმანულ ენას აზიარებს და კითხვისადმი ინტერესს გაუღვიძებს.  

ლიტერატურულ კლუბში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ბავშვებს, რომლებსაც დაწყებული აქვთ გერმანული ენის შესწავლა, ასევე მათაც, ვისთვისაც ჯერ უცხოა ეს ენა. კლუბი მუშაობს 2 ასაკობრივი ჯგუფისათვის: 6-დან 8 წლამდე და 9-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.

ლიტერატურულ კლუბში მონაწილეობა უფასოა.

შედგება 4 ჯგუფი. ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, გთხოვთ იჩქაროთ.

რეგისტრაცია მიმდინარეობს 11 იანვრიდან 20 იანვრის ჩათვლით.

დასარეგისტრირებლად გადადით აღნიშნულ ბმულზე.

ზუსტ თარიღსა და დროს ელექტრონულ ფოსტაზე შეგატყობინებთ.

 

დაბრუნება