ფოტოკონკურსი ფოტომარათონი 25.-26. აპრილი, თბილისი

ფოტომარათონი გრძელდება!

„TRANSFORMATION/ტრანსფომაცია“ 
ამ დევიზით 2015 წლის 25 და 26 აპრილს (დასაწყისი 12:00 სთ.) თბილისში ფოტომარათონის მორიგი რაუნდი გაიმართება. პრინციპი როგორც ყოველ წელს, ამჯერადაც უცვლელია: მონაწილემ შემოთავაზებული 24 თემა 24 ფოტოში 24 საათის განმავლობაში უნდა წარმოადგინოს. გასაიდუმლოებული თემები უშუალოდ მარათონის დღეს გახდება ცნობილი. კონკურსის ერთადერთი მითითება ამ ეტაპზე მისი მთავარი თემა „ტრანსფორმაციაა“. მონაწილეები თავიანთი ფოტოაპარატებით გარემოს სხვა თვალით შეხედავენ და წარმოადგენენ თავიანთ შეხედულებას ტრანსფორმაციის შესახებ. კამერის ან ტელეფონის გარდა, კონკურსანტებს სისწრაფისა და ფანტაზიის უნარი მოეთხოვებათ.

ფოტომარათონი, რომელიც ეწყობა საქართველოს გოეთესა და ფრანგული ინსტიტუტების, არაკომერციული იურიდიული პირის/ვიზუალური განათლების კავშირის (L’Association pour l’éducationvisuelle (l’EV)Augenblick-ის მიერ, ერთდროულად მიმდინარეობს სამ დამეგობრებულ ქალაქში ზაარბრიუკენში (გერმანია), ნანტსა (საფრანგეთი) და თბილისში (საქართველო).

თბილისის სასტარტო პუნქტი გახლავთ გოეთეს ინსტიტუტის შიდა ეზო (ზანდუკელის ქ. 16) 2015 წლის 25 აპრილი, შაბათი დღე, 12 საათი. თუმცა მონაწილეებთან შეხვედრა ყოველ ოთხ საათში სხვადასხვა ადგილას იგეგმება. მონაწილეები გაჩერების ადგილებს უშუალოდ მარათონის დღეს გაიგებენ. მონაწილეობის მიღება შესაძლებელია ინდივიდუალურად ან გუნდურად (მაქსიმუმ 4 მონაწილე).
საჭიროა მხოლოდ ფოტოაპარატი (ციფრული ან მობილური ტელეფონი). მარათონში მონაწილეობის სიმბოლური საფასური 2 ლარს შეადგენს, ასევე 1 ლარი უნდა გაიდაიხადოს ჯგუფში დარეგისტრირებულმა ყოველმა მომდევნო მონაწილემ. წინასწარი განაცხადის შემოტანა შესაძლებელია 2015 წლის 22 აპრილამდე. გადაწყვეტილების სპონტანურად მიღების შემთხვევაში განაცხადის გაკეთება შეგიძლიათ სასტარტო დროსაც (25 აპრილს, 12:00 საათზე, გოეთეს ინსტიტუტის შიდა ეზოში).

ცნობები განაცხადის შემოტანის შესახებ და სხვა დამატებითი ინფორმაცია:

გამარჯვებულ ფოტოებს გამოავლენს საორგანიზაციო ჯგუფის ჟიური: არაკომერციული იურიდიული პირის/ვიზუალური განათლების კავშირისL’Association pour l'Education Visuelle (l’EV) Augenblick-ის, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი და პროფესიონალი ფოტოგრაფები. სამივე ქალაქში გამარჯვებული ფოტოების გამოფენა მოხდება თბილისში 2015 წლის მაისში თბილისის გოეთეს ინსტიტუტში, ფოტომარათონის გამარჯვებულებს გადაეცემათ სპეციალური პრიზები ორგანიზატორებისაგან. ისინი ასევე დაჯილდოვდებიან უფასო ენის კურსით გოეთესა და საქართველოს ფრანგული ინსიტუტებისაგან.

დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ ელექტრონილი ფოსტით ან დაგვირეკეთ
 gvasaliaelene@gmail.com; +995599715110
  1. თამაშის წესები
  2. სარეგისტრაციო ფურცელი

დაბრუნება