ლიტერატურული კლუბი ბავშვებისათვის

შაბათი, 18.02.2017

Goethe-Institut Tiflis Bibliothek

ლიტერატურული კლუბი ბავშვებისათვის აგრძელებს თავის საქმიანობას და იწვევს ყველას, ვისაც უყვარს წიგნები, ლიტერატურის სამყაროში სამოგზაუროდ. კლუბს უხელმძღვანელებს მასწავლებლების გერმანულ-ქართული ტანდემი, რომელიც ბავშვებს ხატვის, ხელსაქმის, სიმღერისა თუ თამაშის დახმარებით გერმანულ ენას აზიარებს და მათში კითხვისადმი ინტერესს გააღვიძებს.  

ლიტერატურულ კლუბში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ბავშვებს, რომლებსაც დაწყებული აქვთ გერმანული ენის შესწავლა, ასევე მათაც, ვისთვისაც ჯერ უცხოა ეს ენა. კლუბი მუშაობს 2 ასაკობრივი ჯგუფისათვის: 4-დან 7 წლამდე ასაკის და 8-დან 12 წლის ასაკის ბავშვებისათვის.


გთხოვთ გაითვალისწინოთ განსხვავებული საათები სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისათვის:

პატარებისათვის 4-დან 7 წლამდე
15 ან 22 ოქტომბერი, 13:00 სთ.– 14:30 სთ.,

ბავშებისასთვის 8-დან 11 წლამდე
15 ან 22 ოქტომბერი, 15:15 სთ. – 16:45 სთ.

ლიტერატურულ კლუბში მონაწილეობისათვის საჭიროა ბავშვის რეგისტრაცია, რისთვისაც გთხოვთ დაგვიკავშირდეთ 10 თებერვლამდე შემდეგ მისამართზე: mibo@tbilissi.goethe.org.

დაბრუნება