დიზაინის გამოფენა სხვაგვარად ვიდრე ყოველთვის

15.03.2017, 18:30

თბილისის ისტორიის მუზეუმი/ქარვასლა

თანამედროვე დიზაინი და ჩვეულების ძალა

უცხოეთთან ურთიერთობის ინსტიტუტი (ifa)  გამოფენით “სხვაგვარად ვიდრე ყოველთვის. თანამედროვე დიზაინი  და ჩვეულების ძალა” (კურატორ ფოლკერ ალბუსთან თანამშრომლობით)  წარმოგვიდგენს დიზაინის ამ ფენომენის გამორჩეულ ნიმუშებს. გერმანიაში მოღვაწე 47 და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მოღვაწე 20 დიზაინერისა და დიზაინერთა ჯგუფების მიერ შესრულებული 148 გამორჩეული ნიმუშით გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება კონვენციონალობისგან თავისუფალი და განსხვავებული პროექტების მრავალფეროვნება, რაც ხაზს უსვამს ფუნქციონალურობას, მატერიალურობას, კონსტრუქციას და შინაარსობრივ დატვირთვას. 

თარო, აღმოსავლური ხალიჩა, სავარძელი: უკვე სახეობის სპეციფიკური აღნიშვნა იწვევს ასოციაციებს კონსტრიქციულთან, დეკორატიულთან და კონფიგურაციულობასთან მიმართებაში. მაგრამ ამავე დროს ეს კონკრეტულობასაც ნიშნავს. ამიტომაც დიზაინერები გაცნობიერებულად უგულვებელყოფენ სწორედ ამ კონვენციონალიზირებულ წარმოსახვით საფუძვლებს და ისინი თითქოსდა მოულოდნელად აბსურდამდეც კი დაჰყავთ.  ნამუშევრები პროვოცირებენ მნახველში არა მხოლოდ გაკვირვების გამოწვევას, არამედ მნახველისგან იმასაც მოითხოვენ, რომ დაფიქრდეს იმაზე, თუ რა მოლოდინი, ქცევის კოდი თუ მიმართების არეალი შეიძლება გაუჩნდეს აღიარებულ/ჩვეულ წარმოდგენებთან. ამ გზით ტრადიციული შეხედულებების გადამოწმება ხდება. ეს “რღვევა ჩვეულების ძალასთან” თავისი კაუზალობით  ცხადყოფს იმ ღრმა სოციოკულტურულ ცვლილებებს, რომლებსაც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში განვიცდით და რომლებსაც კვლავ და კვლავ აღმოვაჩენთ ისეთ ცნებებში, როგორიცაა მობილობა, მიგრაცია, ცვლილებები ჭამისა და კვების ჩვეულებებში და სხვა.

15.03.2017, 17:30 საათი: გამოფენის დათვალიერება ფოლკერ ალბუსთან (კურატორი) ერთად (ინგლისურ ენაზე).

გამოფენა იმართება საქართველო-გერმანიის საიუბილეო 2017 წლის ფარგლებში.
 

დაბრუნება