გერმანული ენის სწავლების სწავლება 8 - გერმანული როგორც უცხო ენა ბავშვებისთვის

ადრეულ ასაკიდან უცხო ენის შესწავლამ მსოფლიოში უფრო მეტი მნიშვნელობა შეიძინა და ის მასწავლებლებისთვის მეთოდურ-დიდაქტიკური კუთხით განსაკუთრებულ გამოწვევას წარმოადგენს.

რამდენად განსხვავებულად ითვისებენ ბავშვები უცხო ენას? როგორ გამოიყურება გერმანული ენის კარგი გაკვეთილი ბავშვებისთვის? როგორ დავნერგოთ მეთოდური მიდგომები პრაქტიკაში?

ონლაინ კურსი გერმანული ენის სწავლების სწავლება 8 - "გერმანული როგორც უცხო ენა ბავშვებისთვის" გათვლილია იმ მასწავლებლებზე, რომლებიც 4 დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებს ასწავლიან და სურთ გერმანულის, როგორც მეორადი უცხო ენის სწავლების თეორიული საფუძვლებისა და მეთოდური კონცეფციის ათვისება. ძირითადი ფოკუსი კეთდება ენის ათვისების პროცესზე ბავშვებში, ადრეულ სწავლებაში განვითარების ფსიქოლოგიურ ასპექტებზე და ეცხო ენაში კომპეტენციების შეძენაზე. გარდა ამისა გაეცნობით კონცეფციებს და იდეებს ქმედებაზე და ბავშვებზე ორიენტირებულ ენის სწავლებაზე.

ენის ცოდნის მოთხოვნები: მინიმუმ B1 საფეხური
ტექნიკური მოთხოვნები: ინტერნეტზე რეგულარული და ჩქარი წვდომა
სხვა წინაპირობები: სასურველია გამოცდილება ონლაინ კომუნიკაციების სფეროში.
კურსის ხანგრძლივობა: სულ 11 ონლაინ კვირა (თვითსწავლების ფაზა 90 აკადემიური საათი):
  • ონლაინ დავალებების სწავლების პლატფორმაზე დამუშავება
  • დასწრებული სემინარი
  • დაგეგმვა, შეფასება და პრაქტიკაში შესწავლაზე მიმართული პროექტის განხორციელება
კურსის დასაწყისი: 13.03.2017
რეგისტრაციის ვადა 08.03.2017-მდე ელ-ფოსტაზე
: teona.dvali@goethe.de




 

დაბრუნება