გამოფენა მალშტრემი

31.03.-11.04.2017, 19:00

Goethe-Institut Georgien

ფრანც მარკი, გერმანული ექსპრესიონიზმი და მოდერნიზმი საქართველოში მულტიდისციპლინარული კვლევა საგამოფენო სივრცეში

გამოფენის იდეას ბიძგი მისცა 1926 წელს ტფილისში გამოცემულმა მცირე ზომის წიგნმა,  რომელიც წარმოადგენს გრიგოლ რობაქიძის ადრეული დრამების კრებულს. წიგნის გარეკანის დიზაინს საფუძვლად უდევს ფრანც მარკის ცნობილი ტილო “ვეფხვი” (1912).  გამოფენაზე, ირაკლი გამრეკელის, კირილე ზდანევიჩის, ლადო გუდიაშვილის, დავით კაკაბაძის, ელენე ახვლედიანის და სხვა მხატვრების მიერ შექმნილი არტეფაქტები მოგვითხრობენ თეატრისა და კინოს, ლიტერატურის და მხატვრობის ერთიანი ძლიერი ტალღის შესახებ, რომელიც მოდერნიზმის ეპოქამ წარმოშვა. მან ქართულ ხელოვნებაში და კულტურაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვა. ხოლო ერთ-ერთ შორეულ სათავეს ის გერმანულ ექსპრესიონიზმში პოვებს.
გამოფენის იდეის ავტორი და კურატორი: ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ქეთევან კინწურაშვილი
დიზაინი და ინსტალაცია: დავით და გიორგი ჯანიაშვილები

გამოფენის გახსნა: 2017 წლის 31 მარტს, 19 საათზე
 
გამოფენა ნაჩვენები იქნა 2015 წლის ივნისში, რასაც დაემთხვა ქალაქში სტიქიური უბედურება, მალშტრემი და  ზოოპარკიდან გამოქცეული ფრანც მარკის ვეფხვის დევნა.  გთავაზობთ გამოფენის განმეორებით და განახლებულ ფორმატში დათვალიერებას.

გამოფენა იმართება საქართველო-გერმანიის საიუბილეო 2017 წლის ფარგლებში.
 

დაბრუნება