თბილისის ლიტერატურის ფესტივალი გივი მარგველაშვილის სახელობის პრემია

30.05.2017, 17:00

მწერალთა სახლი



2017 წლის დაჯილდოება

ქართულ-გერმანული კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის გივი მარგველაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი  2017 წელს  ქართველი პოეტი და მთარგმნელი, დავით წერედიანი  გახდა. 
 
საზეიმო დაჯილდოება გაიმართება 2017 წლის  30  მაისს,  17 საათზე მწერალთა სახლში (ი.მაჩაბლის ქ. 13).  დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება თბილისის ლიტერატურის ფესტივალის კვირეულში.
 
დაჯილდოებაზე სიტყვით გამოვლენ: კრიტიკოსი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, გერმანისტი, ლევან ბრეგაძე და აღმოსავლეთმცოდნე, პოეტი  და მთარგმნელი, გიორგი ლობჟანიძე.   
თბილისის გოეთეს ინსტიტუტი და DVV  International-ი  გივი მარგველაშილის სახელობის პრემიას უკვე მეხუთეჯერ გასცემენ.
დავით წერედიანი 1963 წლიდან მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტში. ის 1981 წლიდან ეწევა მთარგმნელობით საქმიანობას. წერედიანის სახელი მის კონგენიალურ თარგმანებთან არის გაიგივებული.
მის მიერ უბადლო ქართულით არის ამეტყველებული გერმანული ლიტერატურის ორი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოები: გოეთეს ,,ფაუსტი“, ძმები გრიმების ზღაპრები, ურომლისოდაც ჩვენი ლიტერატურა ბევრად ღარიბი იქნებოდა.
„ფაუსტი“, რომელსაც დიდი გერმანელი მწერალი და მოაზროვნე, იოჰან ვოლფგანგ გოეთე (1749-1832)  თითქმის მთელი სიცოცხლის განმავლობაში წერდა, მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი უმაღლესი ქმნილება სიმბოლურ-ალეგორიული ნაწარმოებია. მისი ეკვივალენტის შექმნას ისეთივე ტიტანური შრომა სჭირდება, როგორც ავტორისა. ქართველ მკითხველმა დავით წერედიანის ახალი თარგმანით კიდევ ერთხელ, უკეთ გაიცნო მსოფლიო ლიტერატურის შედევრის პირველი ნაწილი და სულ მალე მეორე ნაწილსაც გაეცნობა.  
ამგვარად სიმბოლურია დავით წერედიანის ქართულ-გერმანული მეგობრობის საიუბილეო 2017 წელს  გივი მარგველაშვილის პრემიით დაჯილდოება. 

დაბრუნება