ფესტივალი პერსპექტივა - საუბრები ლიტერატურაზე

ორშაბათი, 29.05.2017 -
შაბათი, 03.06.2017

საქართველოს მწერალთა სახლი



თბილისის მე-3 საერთაშორისო ლიტერატურის ფესტივალი (29.05.-03.06.2017)

გოეთეს ინსტიტუტის პროგრამა ფესტივალის კვირეულში:
29 მაისი, ორშაბათი
18:30, მწერალთა სახლი, მაჩაბლის ქ. 13  
შეხვედრა კატია ლანგე-მიულერთან (გერმანია); მოდერატორი: თბილისის გოეთეს ინსტიტუტის დირექტორი, დოქტორი შტეფან ვაკვითცი. ენა: გერმანული/ქართული
 
30 მაისი, სამშაბათი
17:00  მწერალთა სახლი, მაჩაბლის ქ. 13  
გივი მარგველაშვილის პრემიის გადაცემის ცერემონია - დავით წერედიანის დაჯილდოება; ენა: გერმანული/ქართული
19:00, სამეფო უბნის თეატრი, აბესაძის ქ. 10  
შეხვედრა ფოლკერ შმიდტთან (ავსტრია); მოდერატორი დავით გაბუნია. ენა: ინგლისური/ქართული
 
31 მაისი, ოთხშაბათი
18:00, გოეთეს ინსტიტუტი, ზანდუკელის ქ. 16
პანელ-დისკუსია: „ევროპა, როგორც იდეა“. მონაწილეები: ირმა ტაველიძე, ულა ლენცე, ფოლკერ შმიდტ, ნესტან-ნენე კვინიკაძე, ნინო ხარატიშვილი, მოდერატორი: ზაალ ანდრონიკაშვილი; ენა: გერმანული/ქართული.
19:30 გოეთეს ინსტიტუტი, ზანდუკელის  ქ. 16
შეხვედრა კლემენს მაიერთან (გერმანია); მოდერატორი: ირინა ბერიძე. ენა: გერმანული/ქართული  
 
1 ივნისი,  ხუთშაბათი
19:00, ლიტერატურის მუზეუმი, ჭანტურიას ქ. 8
შეხვედრა კატია პეტროვსკაიასთან (გერმანია); მოდერატორი: ირინა ბერიძე. ენა: გერმანული/ქართული (ლიტერატურის მუზეუმი)
20:00,  ლიტერატურის მუზეუმი, ჭანტურიას ქ. 8
შეხვედრა ულა ლენცესთან (გერმანია); მოდერატორი ირინა ბერიძე. ენა: გერმანული/ქართული (ლიტერატურის მუზეუმი)
 
2 ივნისი, პარასკევი
18:00 პანელ-დისკუსია „Angry White Man“. მონაწილეები: კატია პეტროვსკაია, თამარ თანდაშვილი, ლაშა ბუღაძე,  ნინო ხარატიშვილი, კლემენს მაიერი, კატია ლანგე-მიულერი, ოლგა გრიაზნოვა; მოდერატორი: ზაალ ანდრონიკაშვილი. ენა: გერმანული/ქართული. (გოეთეს ინსტიტუტი)
19:30 შეხვედრა ოლგა გრიაზნოვასთან (გერმანია). მოდერატორი: ირინა ბერიძე. ენა: გერმანული/ქართული. (გოეთეს ინსტიტუტი)
 
ფესტივალის სრული პროგრამა
გოეთეს ინსტიტუტი, თბილისის ლიტერატურის ფესტივალი და საქართველოს ეროვნული წიგნის ცენტრი 2017/18 ქართულ-გერმანული მეგობრობის წლის ფარგლებში ერთობლივად ჩაატარებენ ქართველი და გერმანელი ავტორების შეხვედრებს, რეზიდენციებსა და პრეზენტაციებს.

პროექტი "პერსპექტივა - საუბრები ლიტერატურაზე" ტარდება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით. ის პირველ რიგში ემსახურება ქართველი და გერმანელი მწერლების შეხვედრებსა და აქტიურ თანამშრომლობას. 2018 წელს საქართველო ფრანქფურტის წიგნის ბაზრობის სტუმარი ქვეყანაა. სწორედ ამ დიდი და საპასუხისმგებლო მისიის მოსამზადებლად იგეგმება მწერლების გაცნობა, ერთობლივი საუბრები, კითხვები და რეზიდენციები. თბილისის ლიტერატურის ფესტივალი (29.05.-03.06.2017) ამ პროგრამის ამოსავალ წერტილსა და ერთგვარ პლატფორმას წარმოადგენს. თუმცა პროექტი მხოლოდ  ფესტივალის დატვირთული პროგრამით არ შემოიფარგლება. ექვსი გერმანელი და ექვსი ქართველი ავტორი "დაწყვილდებიან" და იმოგზაურებენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. ამ ერთობლივი რეზიდენციების, ურთიერთგაცნობისა და იმპულსების გაცვლის შედეგად პროექტში მონაწილე ავტორები იმუშავებენ ტექსტებზე, რომლებიც 2018 წელს გერმანულ გამომცემლობაში გამოიცემა და ფრანქფურტის წიგნის ბაზრობაზე წარსდგება მკითხველის წინაშე. ასევე იგეგმება ამ ავტორების ერთობლივი პრეზენტაციები გერმანიაში ლიტერატურის ფესტივალებსა და სხვადასხვა პროგრამებში. ამგვარად ეს პროექტი, რომლის კურატორი და ავტორია ქართველ-გერმანელი მწერალი და რეჟისორი, ნინო ხარატიშვილი, მრავალმხრივ სასარგებლო და მნიშვნელოვანია, როგორც ქართული მწერლობის, ისე საქართველოს მხარეების წარსადგენად და ევროპელი მკითხველისთვის გასაცნობად.

კონტაქტიTop
 

დაბრუნება