სემინარი მასწავლებლების საზაფხულო ბანაკი

საზაფხულო ბანაკი გერმანული ენის მასწავლებლებისთვის
9.07.-15.07.2017, კვარიათი

გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში მცხოვრები გერმანული ენის სკოლის მასწავლებლებისათვის აცხადებს კონკურსს საერთაშორისო საზაფხულო ბანაკში მონაწილეობის მისაღებად.

მიზნები
- პროექტებზე მუშაობის სპეციფიკის შესწავლა და გამოყენება
- კლასგარეშე გარემოს გამოყენება გაკვეთლის მოსამზადებლად
- სოციალური კომპეტენციების განვითარება
- ენობრივი და მეთოდური კომპეტენციების განვითარება

შინაარსი
- გერმანული ენის მინი-გაკვეთილები, რეფლექსია და მიღებული ცოდნის გამოყენება
- ქვეყანათმცოდნეობა
- ინტერკულტურული კომუნიკაცია

მონაწილეობის პირობები
- მონაწილეობა შეუძლიათ სკოლის მასწავლებლებს, რომლებიც გერმანულ ენას ფლობენ მაქსიმუმ B2 დონეზე.
- მასწავლებლებს მოეთხოვებათ ინტერკულტურულ გარემოში ტოლერანტობის გამოვლენა და ბანაკის უბრალო პირობებში ცხოვრების (სასტუმროში განთავსება ხდება 2- და 3-ადგილიან ნომრებში) მზაობა.
- სემინარებში და თავისუფალი დროის ღონისძიებებში აქტიური ჩართულობა აუცილებელია.

სემინარს ხემძღვანელობენ ქართველი და გერმანელი ტრენერები.

მონაწილეებისათვის უფასოა სასტუმროში ცხოვრება, კვება სემინარის დღეებში, მგზავრობა)

ბანაკის ადგილი: საქართველო, კვარიათი, სასტუმრო "მარტინი"

განაცხადების მიღება
დაინტერესებულმა პირებმა სამოტივაციო წერილი და ტაბელარული ბიოგრაფია გამოაგზავნონ 20.06.2017-მდე მისამართზე: Ana.Mshvildadze@goethe.de

კონტაქტი
ანა მშვილდაძე
Ana.Mshvildadze@goethe.de
ტელ:   + 995 32 938945
მობ: + 995 597 77 68 30



 

დაბრუნება