დისკუსია „საზღვრები ყოველდღიურობაში-არსებული საზღვები“ და საუბრები ხელოვანებთან

ხუთშაბათი, 14.09.2017 -
შაბათი, 16.09.2017

Sandukeli Str.16

საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი გამოფენა „საზღვარი“-ის ფარგლებშ აწყობს 14 და 15 სექტემბერს ორ ღონისძიებას. 14 სექტემბერს გაიმართება დისკუსია „საზღვრები ყოველდღიურობაში-არსებული საზღვები“, ხოლო 15 სექტემბერს საუბრები ხელოვანებთან. 16 სექტემბრისათვის დაგეგმილია გამოფენის კურატორის ტიბო დე როუტერი საჯარო ტური გამოფენაში.

14 სექტემბერი- დისკუსია „საზღვრები ყოველდღიურობაში-არსებული საზღვები“, 18:30 საათი

სად სრულდება ევროპა და სად იწყება აზია? სად სრულდება აზია, სად იწყება ევროპა? რა გავლენას ახდენენ საზღვრები და ვინ ავლებს მათ? რომელი საზღვრები არსებობს ჩვენს ყოველდღიურობაში? სად იყო ყოფილი საბჭოთა კავშირის საზღვრები და სად არის ისინი დღეს?

 

მოდერატორი: დოქ. ზაალ ანდრონიკაშვილი, ლიტერატურისა და კულტურის კვლევის ცენტრი ბერლინში

მონაწილეები: დოქ. ლაშა ბაქრაძე, დირექტორი, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურული მუზეუმმი; ირაკლი ხვადაგიანი, სოვლებ, ისტორიკოსი; პროფ. თამარ ცოფურიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

15 სექტემბერი - საუბრები ხელოვანებთან "Of Black Box Recorder, Karaoke, National Anthem and Blurred Lines", 18:30 საათი

დისკუსია გაიმართება პოსტ-საბჭოთა კულტურულ გეოგრაფიაზე და შეეხება აღნიშნული ქვეყნებისთვის აქტუალურ დისკურს აღმოსავლური და დასავლური გავლენების შესახებ. ასევე, ყურადღება დაეთმობა გამოფენაზე წამოჭრილ თემებს - პირადი და პოლიტიკური ნარატივები, იდენტობა და ჰიბრიდულობა, იუმორი და სოციალური ტრამვები.


მოდერატორი: ელენე კაპანაძე, თავისუფალი კურატორი
მონაწილეები: ტიბო დე როიტერი, გამოფენა „საზღვარი“ კურატორი; ფარჰად ფარზალიევი, გამოფენაში მონაწილე ხელოვანი აზერბაიჯანიდან; ლალი პერტენავა,  ხელოვნების მკვლევარი


16 სექტემბერი - კურატორის საჯარო საგამოფენო ტური, 15:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმი. თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლის შენობა), სიონის ქ. 8

დაბრუნება