2017-2018 წწ. ქართულ-გერმანული კულტურული ურთიერთობების ფარგლებში
გოეთეს ინსტიტუტის გამოფენა საქართველოს ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით
პროექტის კურატორია ირინა ქურთიშვილი
გამოფენა წარმოადგენს ორ განსხვავებულ არქიტექტურულ ოჯახს: კიოლნელ არქიტექტორებს - ბიომებსა და საქართველოში მოღვაწე ქურდიანების არქიტექტურულ დინასტიას, რომელთა შენობების ისტორიულ-კულტურული ფასეულობა სრულად შესწავლილი არ არის. გამოფენა მიმოიხილავს გენიალური არქიტექტორების შემოქმედებით ისტორიას; ფოკუსში მოქცეულია ის ცხოვრებისეული პარალელები და თანკვეთები, რაც მათ თავდაუზოგავ შრომაში, ასევე თავიანთი პროფესიის, ქალაქისა და ქვეყნის მიმართ პასუხისმგებლობაში გამოიხატა.
საკრალური და სამთავრობო, სპორტულ-საზოგადოებრივი, საცხოვრებელი და კულტურულ-საგანმანათლებლო არქიტექტურის ნიმუშები... ეს შენობები დღეს როგორც გერმანიაში, ასევე საქართველოში მოქმედი საზოგადოებრივი ნაგებობებია და ქვეყნის იერსახის, მისი იდენტობის განუყრელი ნაწილია. მათი შექმნა კონკრეტული ოჯახის ისტორიასა და თითოეული არქიტექტორის შეუდარებელ შემოქმედებით კარიერას ემყარება და ხშირად დროს წინ უსწრებს. ამ შენობათა მაგალითზე წარმოდგენილია ყველა ის ეპოქა, რომელიც ორმა ქვეყანამ და თითოეულმა ოჯახმა პარალელურად, თუმცა, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად განვლო. ბიომების არქიტექტურული მემკვიდრეობა მრავალჯერაა შესწავლილი და აღნიშნული. მათ გარშემო არაერთი თემატური და ინტერდისციპლინარული გამოფენა მოწყობილა. ოჯახის უხუცესი, გოტფრიდ ბიომი, დღეს 98 წლისაა. იგი ერთადერთი გერმანელი არქიტექტორია, რომელიც უმაღლეს არქიტექტურულ ჯილდოს "პრიცკერის პრემიას" ფლობს. ეს პრემია მას 1986 წელს მიენიჭა.
არქიტექტორები: დომინიკუს ბიომ, გოთფრიდ ბიომ, ელიზაბეტ ბიომ, შტეფან ბიომ, პეტერ ბიომ, პაულ ბიომ, გრიგოლ ქურდიანი, არჩილ ქურდიანი, ქეთვან სოკოლოვა-ფორაქიშვილი, გია ქურდიანი, არჩილ ქურდიანი, გიორგი ქურდიანი
ფოტოგრაფები და ხელოვანები: ფილიპ ბიოზელ, მარკუს ბიომ, ჰერმან კლააზენ, მაურიციუს შტერკლე დრუქს (ფილმი), ჰარუნ ფაროკი, არნე ჰოფმან, ანდრეას მ. კაუფმან, დიტერ ლაისტნერ, მარიო ლორენც, გიორგი ნებიერიძე, სებასტიან ლინერც, ლუკას როთ, არნე შმიტ, ქრისტოფერ შროერ-ჰაიერმან, ულრიხ შვარც, სანდრო სულაბერიძე
ბიომების არქივი
ფრანკურტის არქიტექტურის მუზეუმი
Fotografien Hermann Claasen
LVR-Landesmuseum Bonn
ფოტოფრაფიული კოლექცია
Fotografien Harun Farocki
Harun Farocki GbR, ბერლინი
თბილისის ისტორიის მუზეუმი
საქართველოს ეროვნული არქივი / საქინფორმის ფოტოარქივი
გამოფენის ხანგრძლივობა: 27.06. - 10.09.2018
გამოფენის თანმხლები პროგრამა:
2018 წლის 28 ივნისს, 16 - 18 საათი
თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა)
არნე შმიტის მოხსენება "მოგზაურობა ისტორიულ კიოლნში"
დისკუსია შტეფან ბიომთან, პეტერ ბიომთნ და პაულ ბიომთან
მოდერაცია: ირინა ქურთიშვილი
ყოველდღიური კინოპროგრამა:
12:00 – 12:45 /ფილმი 1
“დინამოს” სტადიონი
რეჟისორი: შალვა შენგელი
დოკუმენტური ფილმების სტუდია “საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი” 2010, 42.48'
ქართულ ენაზე
დოკუმენტური ფილმი ასახავს თბილისის “დინამოს “ სტადიონის მშენებლობისა და მისი რეკონსტრუქციის ისტორიას, 1936 წლიდან 2010 წლამდე. ფილმში გამოყენებულია უნიკალური საარქივო მასალები თბილისის სპორტული ისტორიიდან.
13:00 – 13:30 /ფილმი 2
ერთსულოვანი ოჯახი
რეჟისორი: სოფო ჩაკვეტაძე
საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია”ერთსულოვნება” 2009, 29 წთ.
ქართულ ენაზე
დოკუმენტური ფილმი ქურდიანების ოჯახზე მოგვითხრობს ქართველი არქიტექტორების წარსულზე, დღევანდელობასა და მომავალზე.
16:00 – 17:30 /ფილმი 3
ბიომები – ერთი ოჯახის არქიტექტურა
რეჟისორი: მაურიციუს შტაერკლე დრუქს
გერმანია-შვეიცარია 2014, 84 წთ.
გერმანულ ენაზე, ინგლისური სუბტიტრებით
ფილმი მიმოიხილავს XX საუკუნის ეპოქას და გერმანიის დღევანდელობას; ფილმში საოცარი სიფაქიზითაა ასახული გერმანელი არქიტექტორების ოჯახის ისტორია და თითოეული ხელოვანის ერთმანეთთან დამოკიდებულება.
დაბრუნება