ვეფხვი და ლომი - ქართული პრემიერა

ვეფხვი და ლომი ფოტო: Felix Grünschloß © Badisches Staatstheater Karlsruhe

14./15./16.09.2018, 20:00

სამეფო უბნის თეატრი

გია აბესაძის ქ. 10
თბილისი

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში

ბადენის სახელმწიფო თეატრისა და სამეფო უბნის თეატრის კოპროდუქცია 1937 წლის სტალინურ რეპრესიებს ასახავს, რომელსაც უამრავი ხელოვანი და ინტელექტუალი შეეწირა; მათ შორის იყო 100-ზე მეტი მწერალი. რა ხდება მაშინ, როდესაც ხელისუფლება ტოტალურ კონტროლს ამყარებს და ცდილობს, ჩანასახშივე ჩაკლას თავისუფალი გამოხატვის ნებისმიერი მცდელობა?

„ვეფხვი და ლომი“ დოკუმენტური წყაროების გამოყენებით შექმნილი ფიქციური ნაწარმოებია, რომელშიც პერსონაჟებს სახელები არა აქვთ. ისინი კრებითი სახეებია, რომლებიც საბჭოთა საქართველოს სისხლიანი ისტორიიდან ამოკრებილ მრავალ ბიოგრაფიას აერთიანებენ. ტიციან ტაბიძე, ოლია ოკუჯავა, მიხეილ ჯავახიშვილი... მხოლოდ რამდენიმე მათგანია, ვისი ტრაგიკული ბედიც წარმოდგენაში აისახა. ცენტრალური ადგილი კი პაოლო იაშვილის „პროვოკაციულ“ თვითმკვლელობას უჭირავს, მაჩაბლის ქუჩაზე, იმჟამინდელ მწერალთა კავშირში მომხდარ ტრაგედიას, რომლის უტყვი მოწმეები ვეფხვის და ლომის ფიტულები, დღემდე ინახება შენობაში.

გერმანულ-ქართულ კოპროდუქციაში რეჟისორი დათა თავაძე და დრამატურგი დავით გაბუნია კარლსრუეს თეატრის გერმანელ მსახიობებთან ერთად გვთავაზობენ ტრაგიკული მოვლენების დისტანცირებულ და მკაცრ ანალიზს; ეს არის შემოქმედებითი ჯგუფის მცდელობა, იპოვოს საწყისი წერტილი, საიდანაც უნდა „დაიწყოს ისტორია“.

სპექტაკლის რეჟისორი: დათა თავაძე
ტექსტი: დავით გაბუნია
მხატვარი: სებასტიან ჰანაკი
მუსიკა: ნიკა ფასური

ხანგრძლივობა: 100 წუთი უანტრაქტოდ
ბილეთების შეძენა უკვე შეგიძლიათ ონლაინ და თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის სალაროში

ბილეთები:
პარტერი - 35 ლარი | აივანი - 25 ლარი

ბადენის შტაატსთეატერ-ის, (კარლსრუე) და სამეფო უბნის თეატრის კოპროდუქცია,  გოეთეს ინსტიტუტის საერთოშორისო კოპროდუქციის ფონდის ხელშეწყობით

 

დაბრუნება