ლიტერატურული კლუბი ბავშვებისათვის

შაბათი, 09.02.2019

ლიტერატურული კლუბი ბავშვებისათვის აგრძელებს თავის საქმიანობას და იწვევს ყველას, ვისაც უყვარს წიგნები, ლიტერატურის სამყაროში სამოგზაუროდ. კლუბს უხელმძღვანელებს მასწავლებლების გერმანულ-ქართული ტანდემი, რომელიც ბავშვებს ხატვის, ხელსაქმის, სიმღერისა თუ თამაშის დახმარებით გერმანულ ენას აზიარებს და მათში კითხვისადმი ინტერესს გააღვიძებს.  

ლიტერატურულ კლუბში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ბავშვებს, რომლებსაც დაწყებული აქვთ გერმანული ენის შესწავლა, ასევე მათაც, ვისთვისაც ჯერ უცხოა ეს ენა. კლუბი მუშაობს 2 ასაკობრივი ჯგუფისათვის: 4-დან 7 წლამდე ასაკის და 8-დან 12 წლის ასაკის ბავშვებისათვის.


გთხოვთ გაითვალისწინოთ განსხვავებული საათები სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისათვის:

პატარებისათვის 4-დან 7 წლამდე
დასაწყისი: 9 ან 16 თებერვალი, 13:00 სთ.– 14:30 სთ. (4-5 შეხვედრა 2019 წლის პირველ ნახევარში);

ბავშებისასთვის 8-დან 11 წლამდე
ასაწყისი: 9 ან 16 თებერვალი, 15:15 სთ. – 16:45 სთ. (4-5 შეხვედრა 2019 წლის პირველ ნახევარში)

ლიტერატურულ კლუბში მონაწილეობისათვის საჭიროა ბავშვის რეგისტრაცია, რისთვისაც გთხოვთ დაგვიკავშირდეთ 7 თებერვლამდე შემდეგ მისამართზე: mibo@tbilissi.goethe.org.  

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ბავშვის კლუბში ჩაწერით მას ეძლევა შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს 4-5 შეხვედრაზე, რომლებიც შედგება თვეში ერთხელ 2019 წლის ივლისამდე.

ლიტერატურულ კლუბში მონაწილეობა უფასოა. 

დაბრუნება