გამოფენა ტაბულა რასა

4.05. - 29.06.2019

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ეზო, რუსთაველის გამზ. 3

გაბრიელა ფონ ჰაბსბურგი: 20 წელი საქართველოში

კუნსტჰალე თბილისი მოძრავი საგამოფენო სივრცეა, რომელიც 2017 წელს თავისუფალი უნივერსიტეტის VAADS-ის დეკანმა ირინა პოპიაშვილმა და თანამედროვე ხელოვნების კონსულტანტმა ლიკა ჭკუასელმა დააარსეს. პროექტი ემსახურება თანამედროვე ქართული  ხელოვნების პოპულარიზაციასა და ქართველი არტისტების მსოფლიოსათვის გაცნობას.
 
2018 წელს 18 და 19 მაისს თბილისის არტ ბაზრობის ფარგლებში კუნსთაჰლე თბილისისა და გოეთეს ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა  დისკუსიების სერია ხელოვნების კრიტიკაზე, ხელოვნების კოლექციის შექმნასა და მუზეუმი - კუნსტჰალეს ინსტიტუციაზე.
 
წელს კუნსტჰალე თბილისი და გოეთეს ინსტიტუტი საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით წარმოადგენენ გაბრიელა ფონ ჰაბსბურგის ქანდაკებების გამოფენას „Tabula Rasa. გაბრიელა ფონ ჰაბსბურგი: 20 წელი საქართველოში“.

გამოფენის კურატორია ირინა პოპიაშვილი.

 
გაბრიელა ფონ ჰაბსბურგი ხელოვანი და დიპლომატია.  ის 2009 – 2013 წლებში იყო საქართველოს  ელჩი გერმანიაში. ამჟამად კი თბილისის თავისუფალი უნივერსტეტის პროფესორია. დიპლომატის ფუნქციებთან ერთად, მან მიზნად დაისახა საქართველოს საერთაშორისო პროფილისა და პოპულარიზაციის ზრდა მსოფლიო სახელოვნებო რუკაზე.  გამოფენა ეძღვნება გაბრიელა ფონ ჰაბსბურგის  ოცწლიან მოღვაწეობას საქართველოში.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ეზოში წარმოდგენილია ხელოვანის სხვადასხვა პერიოდში შესრულებული შვიდი აბსტრაქტული ქანდაკება.  ფონ ჰაბსბურგი, ძირითადად უჟანგავი ფოლადის მასალით მუშაობს და ამ მედიუმში შესრულებული გეომეტრიული ფორმების სხვადასხვა ვარიაციაში განლაგებით  ქმნის თავისი ნამუშევრების ვიზუალურ ენას.
გამოფენაში მასთან ერთად მონაწილეობს  VA[A]DS-ის ოთხი სტუდენტი (თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლა): გიორგი გელაძე, გიორგი ვარდიაშვილი, სალომე ჩიგილაშვილი და ლიზა ცინდელიანი. როგორც გამოფენის კატალოგში ამერიკელი კრიტიკოსი სოლ ანტონი აღნიშნავს, “ერთი შეხედვით აშკარაა რომ მიუნხენელ ხელოვანს არ უცდია, როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე სახელოვნებო სივრცეში, რომ სტუდენტებს მისი ესთეტიური არჩევანი და ფასეულობები გადაეღოთ და გაევრცელებინათ.”
 
გამოფენა Tabula Rasa  იკვლევს პარალელებს გაბრიელა ფონ ჰაბსბურგისა და სტუდენტების ნამუშევრებს შორის. ხელოვანისათვის საქართველო არის ქვეყანა საკუთარი, განსხვავებული სახელოვნებო იდენტობით, რომელიც  დამოუკიდებელია დასავლური ხელოვნების კონტექსტისგან  და სადაც მას შესაძლებლობა ეძლევა შექმნას ნამუშევრები ამ “სუფთა ფურცელზე”.  ფონ ჰაბსბურგის მსგავსად გამოფენაში მონაწილე ახალგაზრდა ხელოვანები, რომლებიც მხოლოდ ახლა იწყებენ შემოქმედებით ცხოვრებას, იმპულსებს  ყოველდღიური გარემოსაგან იღებენ  და არ  განიცდიან წინამორბედ შემოქმედთა გავლენას.
 
გამოფენისათვის სალომე ჩიგილაშვილმა შექმნა სამგანზომილებიანი ინსტალაცია საუნდით; ლიზა ცინდელიანის ფოლადის სკულპტურა ეხმიანება მუზეუმის ეზოს სივრცეს. გიორგი ვარდიაშვილმა ხარაჩოებისგან ტრიუმფალური თაღი ააწყო, რომელიც სამშენებლო ბადითაა შეფუთული; ხოლო გიორგი გელაძემ სამშენებლო მასალით ბანერის მასალაზე დახატვით შექმნა ნამუშევარი.

გამოფენას თან ერთვის კატალოგი კიმბერლი ბრედლის (არტ კრიტიკოსი და რედაქტორი) და სოლ ანტონის (მწერალი და რედაქტორი) ტექსტებით.

ამავე პერიოდში გოეთეს ინსტიტუტში გამოფენილია გაბრიელა ფონ ჰაბსბურგის ლითოგრაფიული ნამუშევრები.

 
გამოფენაზე არსებული ქანდაკებების გარდა, საქართველოში განთავსებულია გაბრიელა ფონ ჰაბსბურგის სამი სკულპტურა. ყველაზე მასშტაბურია თბილისში, ყოფილი პრეზიდენტის სასახლის წინ არსებული ქანდაკება. მეორე ნამუშევარი მზიურში, ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ პარკში დგას, ხოლო მესამე  -  ქანდაკებათა პარკში, შავი ზღვის საპორტო ქალაქ ფოთში.
 
გაბრიელა ფონ ჰაბსბურგის ნამუშევრები გამოფენილია:
Museum Schloß Mochental, Museum Meiningen, Schlosspavillon Ismaning and Diözesan Museum Freising, ასევე Biennale Internationale Donna-ზე ტრიესტში, იტალიაში.
 

 
 

დაბრუნება