ლიტერატურული კლუბი ბავშვებისათვის

22.02.2020 - 29.02.2020

ლიტერატურული კლუბი ბავშვებისათვის აგრძელებს თავის საქმიანობას და იწვევს ყველას, ვისაც უყვარს წიგნები, ლიტერატურის სამყაროში სამოგზაუროდ. კლუბს უხელმძღვანელებს მასწავლებლების გერმანულ-ქართული ტანდემი, რომელიც ბავშვებს ხატვის, ხელსაქმის, სიმღერისა თუ თამაშის დახმარებით გერმანულ ენას აზიარებს და მათში კითხვისადმი ინტერესს გაუღვიძებს.  

ლიტერატურულ კლუბში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ბავშვებს, რომლებსაც დაწყებული აქვთ გერმანული ენის შესწავლა, ასევე მათაც, ვისთვისაც ჯერ უცხოა ეს ენა. კლუბი მუშაობს 2 ასაკობრივი ჯგუფისათვის: 5-დან 7 წლამდე და 8-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.


გთხოვთ გაითვალისწინოთ განსხვავებული საათები სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისათვის:

პატარებისათვის 5-დან 7 წლამდე
დასაწყისი: 15 ან 22 თებერვალი, 13:00 სთ.– 14:30 სთ. (3 შეხვედრა 2020 წლის თებერვლიდან მაისის ჩათვლით);

ბავშებისასთვის 8-დან 12 წლამდე
დასაწყისი: 15 ან 22 თებერვალი, 15:15 სთ. – 16:45 სთ. (3 შეხვედრა 2020 წლის თებერვლიდან მაისის ჩათვლით);

ლიტერატურულ კლუბში მონაწილეობისათვის საჭიროა ბავშვის რეგისტრაცია, რისთვისაც გთხოვთ დაგვიკავშირდეთ 7 თებერვლამდე შემდეგ მისამართზე: TIF-MIBO@goethe.de.
გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგი ინფორმაცია:
  • ბავშვის სახელი და გვარი
  • ასაკი
  • საკონტაქტო ტელეფონის ნომერი

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ბავშვის კლუბში ჩაწერით მას ეძლევა შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს 3 შეხვედრაზე, რომლებიც შედგება თვეში ერთხელ 2020 წლის მაისის ბოლომდე.

ლიტერატურულ კლუბში მონაწილეობა უფასოა.

დაბრუნება