ლაივ სტრიმინგი ნიკოლა ჟურნოს ვორკშოფი

შაბათი, 18.04.2020 -
კვირა, 03.05.2020

მყინვარის მუსიკის ფარგლებში

გოეთეს ინსტიტუტი წლების განმავლობაში მუშაობდა ნიკოლა ჟურნოსთან. მან შექმნა მომაჯადოვებელი და ეშმაკური პერსონაჟები გოეთეს ინსტიტუტის მულტინაციონალური პროექტისთვის „მყინვარის მუსიკა“. მხატვრული გზების საშუალებით ჩვენ ვაკვირდებით კლიმატის ცვლილებას და მის სამწუხარო შედეგებს, რომელიც მსოფლიოს ირგვლივ არსებული მყინვარების დნობას უკავშირდება.

ჩვენ აღვმოვჩნდით მოზამთრე ცხოველების მსგავს სიტუაციაში, რომლებიც კლიმატის ცვლილებას თავის თავზე განიცდიან. ვორქშოფი შეეხება ზამთართან დაკავშირებულ ჩვენს პირად გამოცდილებებს და მათ ვიზუალიზაციას. ჩვენი ამბების პროტაგონისტი იქნება პინგვინი, რომელიც ჩვენს მოგონებებს განასახიარებს. ექვსი ვიდეო სტრიმის ფარგლებში თითოეულ მონაწილეს ექნება შესაძლებლობა ნიკოლა ჟერნოს დახმარებით შექმნას საკუთარი კომიქსების/"სთორის" სერია, რომელიც შესაძლოა გოეთეს ინსტიტუტმა გამოიყენოს „მყინვარის მუსიკის“ პროექტში.

ილუსტრაციის შექმნის ინტერაქტიული, ონლაინვორქშოფი კარიკატურისტ ნიკოლა ჟურნოუსთან ერთად გაიმართება გოეთეს ინსტიტუტის ფეისბუქის გვერდზე შაბათ-კვირას 14 საათზე (ადგილოვრივი დროით). სტრიმინგის თარიღებია 18 და 19 აპრილი, 25 და 26 აპრილი, 2 და 3 მაისი.

თითოეული სტრიმის ხანგრძლივობაა 30 წუთია.

ვორქშოფის თემა :

ვორკშოფშ მონაწილეობა შეუძლიათ როგორც უფროსებს, ასევე ბავშვებს.


პროგრამა:

სტრიმი 1
- პრეზენტაცია (ნამუშევრები, პროექტები .)
- პროექტის და მისი მიზნების პრეზენტაცია
- ტექნიკა: როგორ დავხატოთ პერსონაჟი
თითოეული საფეხურის დემონსტრაცია
Q&A კითხვა-პასუხი

საშინაო დავალება: ივარჯიშეთ პერსონაჟის შექმნაზე, 
წინასწარ-განსაზღვრული / სპეციალური პერსონაჟის შექმნა


სტრიმი 2 / 3

- კომიქსის ელემენტები (სცენარი და ვიზუალური მხარე)
- კომიქსის ელემენტების პრეზენტაცია
- Q&A კითხვა-პასუხი

საშინაო დავალება: ერთი ილუსტრაციის შექმნა ყველა კომიქსის ელემენტის გამოყენებით, თოვლთან დაკავშირებული მოგონებების ძიება.


სტრიმი 4

- ამბის აგება
- როგორ შევქმნათ ამბავი
- Q&A კითხვა-პასუხი

საშინაო დავალება: კომიქს-სკეტჩების ხატვა


სტრიმები 5 და 6
- დასკვნითი ნაწილი

დამატებითი ინფორმაცია ნიკოლა ჟურნოს შესახებ  

 

დაბრუნება