ფოტოგამოფენა ადოლფ დირრის ფოტოგრაფია

25.05.2021, 17 - 20 საათი

გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმი

გ. ჭანტურიას ქ. 8
თბილისი

გოეთეს ინსტიტუტი ქართული ლიტერატურის მუზეუმთან და მიუნხენის ხუთი კონტინენტის მუზეუმთან ერთად წელს წარმოგიდგენენ გერმანელი ენათმეცნიერის, ეთნოლოგის და ფოტოგრაფის, ადოლფ დირრის (1867 – 1930) ფოტონამუშევრებს და კატალოგს.
 
 ადოლფ დირრი ტფილისში პირველად 1900 წელს ჩამოვიდა. 1902 წლიდან 1913 წლამდე ის კავკასიაში იმყოფებოდა და დიდი დამსახურება აქვს კავკასიური ენებისა და კულტურების შესწავლის საქმეში (ჯერ კიდევ 1904 წელს მან ქართული და უდიური ენების გრამატიკები გამოსცა. ის ავტორია მრავალი წიგნისა და ასობით სტატიის).
 
1918 წელს ის კიდევ ერთხელ ჩამოვიდა უკვე დამოუკიდებელ საქართველოში, როგორც გერმანიის საიმპერატორო დელეგაციის წევრი.
 
კავკასიაში ყოფნის დროს მას უამრავი ფოტო აქვს გადაღებული. ეს შესანიშნავი ფოტოები დაცულია მიუნხენის ხუთი კონტინენტის მუზეუმში, რომლის კონსერვატორიც დირრი 1913 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო. გამოფენა იმხანად კავკასიაში მცხოვრები მრავალი ერის ცხოვრების წესისა და წეს-ჩვეულებების განსაკუთრებულ სურათს გვაჩვენებს.
 
ეს უნიკალური ფოტოები ამ გამოფენითა და კატალოგით პირველად ხდება საზოგადოებისთვის  ხელმისაწვდომი.
 
პროექტის კურატორი: ლაშა ბაქრაძე, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმი
 
გამოფენის გახსნა: 25 მაისი, 17 - 20 საათი
გამოფენის ხანგრძლივობა: 25.05. – 20.07.2021

მისამართი: გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმი, გ. ჭანტურიას ქ. 8
 
კატალოგის სტატია: მიხაელა აპპელ, ხუთი კონტინენტის მუზეუმი, მიუნხენი ფოტოები: ხუთი კონტინენტის მუზეუმი
კატალოგის ტექსტების თარგმანი: ანა კორძაია-სამადაშვილი
დიზაინი: ფატი გაგულია, ლაშა ბაქრაძე

დაბრუნება