საბავშვო
და მოზარდთა კურსები

ენის აქტიური ათვისება და გამოყენება სხვადასხვა როლებში, ინტერვიუებში და პროექტებში. გაკვეთილები მრავალფეროვანია და მორგებულია ასაკობრივ ჯგუფებზე.

  • კურსები 8-16 წლამდე
  • ასაკთან შესაბამისი სწავლება
  • თამაშის ელემენტები

Mädchen in einem Klassenzimmer Goethe-Institut Goethe-Institut

ჩვენი კურსების შემოთავაზება

Mädchen im Klassenzimmer © Colourbox

საბავშვო კურსები 8-11 წლამდე

უცხო ენის სწავლას ადრეულ ასაკში აქვს დადებითი მხარეები. ბავშვები ბუნებით ცნობისმოყვარეები არიან და ყოველთვის უხარიათ სიახლეების აღმოჩენა და მათი აპრობაცია, განსაკუთრებით უცხო ენის სწავლის დროს.
 
  • დონე
    A1–B1

  • დასაწყისი
    თებერვალი, სექტემბერი

  • ხანგრძლივობა
    20 კვირა

  • გაკვეთილების რაოდენობა ერთ კვირაში
    3 საგაკვეთილო საათი კვირაში (1 საგაკვეთილო საათი = 45 წუთი)

  • მთლიანი მოცულობა
    60 საგაკვეთილო საათი

  • მონაწილეები
    მაქს. 14

  • ფასი
    625 GEL

ჩვენ ბავშვებს გერმანული ენისა და კულტურის აღმოჩენის გზაზე  პირველი ნაბიჯების გადადგმაში ვეხმარებით. ჩვენი კურსების მიზანია, რომ თქვენმა ბავშვმა სიამოვნებით და თამაშით აითვისოს საგაკვეთილო მასალა. ენის ათვისება ჩვენს კურსებზე მაქსიმალურად არის მიახლოებული დედანის ათვისების პროცესს. ბავშვები სწავლობენ, როცა ისინი მღერიან, თამაშობენ, ხატავენ ან ძერწავენ. ისინი სწავლობენ მიბაძვით და საინტერესო ამბების მოსმენით. ჩვენს საბავშვო კურსებზე უკვე წლებია წარმატებით ხორციელდება ბავშვების სხვადასხვა უნარების გააქტიურება, რაც ათვისებული მასალის მდგრადობას განაპირობებს. მიეცით თქვენს შვილებს საშუალება იმოგზაურონ აღმოჩენებით სავსე სამყაროში!

zwei junge Menschen © Colourbox

მოზარდთა კურსები 12-16 წლამდე

გერმანული ენის სწავლა გოეთეს ინსტიტუტში ნიშნავს, რომ მოზარდებს აქვთ ენის ათვისებისა და გამოყენების შესაძლებლობა სხვადასხვა სიტუაციებში, პროექტებში და მოზარდებზე მორგებულ სხვადასხვა როლებში.
 
  • დონე
    A1–C1

  • დასაწყისი
    თებერვალი, სექტემბერი

  • ხანგრძლივობა
    19 კვირა

  • გაკვეთილების რაოდენობა ერთ კვირაში
    2 საგაკვეთილო საათი დღეში (1 საგაკვეთილო საათი = 45 წუთი), კვირაში ორჯერ

  • მთლიანი მოცულობა
    75 საგაკვეთილო საათი

  • მონაწილეები
    მაქს. 18

  • პლატფორმაზე შესვლა
    3 თვე

  • ფასი
    730 GEL

ჩვენი გაკვეთილები  მოზარდთა კურსებზე შეესაბამება ასაკობრივ ინტერესებს და თავისებურებებს - გაკვეთილები არის ინტერაქტიული და მრავალფეროვანი. აქ ხდება ყველა იმ ოთხი ენობრივი უნარის ვარჯიში და შემდგომ მათი ავთენტურ სიტუაციებში გამოყენება როგორებიც  არის - ლაპარაკი, მოსმენა, კითხვა და წერა. 

ჩვენს გაკვეთილებზე დიდი ყურადღება ექცევა ე.წ აღმოჩენითი სწავლის მეთოდს და  ვითვალისწინებთ სწავლის სხვადასხვა უნარის მქონე ადამიანებს.  ჩვენ ვცდილობთ მოზარდებისთვის ნაშუადღევს სწავლის პროცესი სასიამოვნო გავხადოთ , რომლებიც სკოლის შემდეგ ისედაც საკმაოდ დაღლილები არიან.

კიდევ გაქვთ შეკითხვები? ჩვენ სიამოვნებით გაგიწევთ კონსულტაციას:

კიდევ გაქვთ შეკითხვები?

ჩვენ სიამოვნებით გაგიწევთ კონსულტაციას:

გამოგვყევით