კვალიფიკაციის ამაღლება გერმანიაში
სტიპენდიები გერმანული ენის მასწავლებლებისათვის
ხართ გერმანული ენის მასწავლებელი და ასწავლით სკოლაში ან უნივერსიტეტში? დაინტერსებული ხართ გერმანიაში კვალიფიკაციის ამაღლებით და მზად ხართ, მიღებული ცოდნა თქვენს კოლეგებს გაუზიაროთ? 2021 წლის 31 ოქტომბრამდე შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ გერმანიაში კვალიფიკაციის ასამღლებელი სტიპენდიის მოსაპოვებლად.
სემინარების მიმოხილვა 2022
წინაპირობები
თქვენ შეგიძლიათ გოეთეს ინსტიტუტის სტიპენდიის მოპოვებაზე შემოიტანოთ განაცხადი, თუ
- მუშაობთ სკოლაში/უმაღლეს სასწავლებელში ან კვალიფიკაციის ამაღლების ცენტრში. უპირატესობა ენიჭებათ სახელმწიფო დაწესებულებების პედაგოგებს.
- თქვენ ბოლო 4 წლის განმავლობაში გოეთეს ინსტიტუტის, სხვა გერმანული დაწესებულების ან განათლების სამინისტროს სტიპენდია გერმანიაში კვალიფიკაციის ასამაღლებლად არ მიგიღიათ.
- აქტიურად მონაწილეობთ კვალიფიკაციის ამაღლების ადგილობრივ ღონისძიებებში
- მზად ხართ, სტიპენდიის ყველა შემადგენელი კომპონენტი (მაგ., ონლაინ დავალებები) სრულყოფილად შეასრულოთ
- მზად ხართ, მიღებული ცოდნა და გამოცდილება ადგილობრივ კოლეგებს გაუზიაროთ
- შერჩეული სემინარისთვის შესაფერის დონეზე ფლობთ გერმანულ ენას
- გაქვთ მოქმედი საზღვარგარეთის პასპორტი
- თანახმა ხართ, რომ დასწრებული სემინარის ფორმატის ცვლილების და ონლაინ ფორმატში გადატანის შემთხვევაში გაიაროთ პროგრამა.
- თქვენ ინფორმირებული ხართ იმის შესახებ, რომ თქვენ მიერ შერჩეული სამი სემინარის პრიორიტეტულობის მიხედვით გათვალისწინება ვერ მოხდება;
- თქვენ ინფორმირებული ხართ იმის შესახებ, რომ არ არის რეკომენდირებული ფეხმძიმობის პერიოდში კონკურსში მონაწილეობა, რადგანაც გართულებების რისკი არ არის გამორიცხული;
- თქვენ შემდგომ წლებში იმუშავებთ მასწავლებლად ან ტრენერად;
- თქვენ გარანტირებულად შეძლებთ თქვენ მიერ მითითებულ ყველა სემინარს დაესწროთ;
- თქვენ ინფორმირებული ხართ იმის შესახებ, რომ ოჯახის წევრებისა და მეგობრების თან წაყვანა არ არის რეკომენდირებული, რადგანაც მთელი თქვენი დრო სემინარს უნდა დაუთმოთ. გოეთეს ინსტიტუტი თანმხლები პირების მგზავრობაში ვერც საორგანიზაციო და ვერც სადაზღვევო-ტექნიკურ დახმარებას ვერ გაგიწევთ;
- თქვენ ინფორმირებული ხართ იმის შესახებ, რომ არ შეგიძლიათ თან წაიყვანოთ შინაური ცხოველები.
კვალიფიკაციის ამაღლება გერმანიაში 2022
ამოარჩიეთ სემინარების შემოთავაზებული ჩამონათვალიდან თქვენთვის სასურველი 3 სემინარი ერთი კატეგორიის ფარგლებში:
- Landeskunde (L)
- Methodik/Didaktik (MDP, MDS, MDE, MDSE, FSE)
- Mediendidaktik (M)
- Deutsch für Lehrkräfte (DLP, DLSE)
3 სემინარის შერჩევა სხვადასახვა კატეგორიიდან რეკომენებული არ არის!
გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში გირჩევთ, რომ უპირატესობა მიანიჭოთ სემინარებს, რომლებიც ჩატარდება 2022 წლის ივნისი-აგვისტოს პერიოდში. ეს არ ეხება ონლაინ სემინარებს.
საკონკურსო საბუთების ჩამონათვალი
გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ ქვემოთ ჩამოთვლილი საკონკურსი საბუთები მხოლოდ ელექტრონული ფორმით:
- საკონკურსო განაცხადის ფორმულარი (გთხოვთ, ფორმულარი ჩამოტვირთოთ და შეინახოთ თქვენს კომპიუტერში. შენახული ფორმულარი გახსენით თავიდან და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეთ მისი შევსება) განაცხადის ფორმა (PDF 2,34 MB)
- ტაბელარული ბიოგრაფია გერმანულ ენაზე
- თქვენი გაკვეთილის აღწერა (გთხოვთ, შესავსები დოკუმენტი "Mein Deutschunterricht" ჩამოტვირთოთ და შეინახოთ თქვენს კომპიუტერში. შენახული დოკუმენტი გახსენით თავიდან და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეთ მისი შევსება) Mein Deutschunterricht (PDF, 759 kB)
- ცნობა სამუშაო ადგილიდან (ხელმოწერილი, ბეჭედდასმული აქტუალური თარიღით - დასკანერებული ფორმით)
საკონკურსო პროცედურა
გთხოვთ, გამოაგზავნეთ ზემოთ ჩამოთვილილი ყველა დოკუმენტი 2021 წლის 31 ოქტომბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
ანა მშვილდაძე
Ana.Mshvildadze@goethe.de
ლუკა სეფაშვილი
Luka.Sepashvili@goethe.de
არასრული დოკუმენტაციის განხილვა არ მოხდება. გაითვალისწინეთ, რომ გოეთეს ინსტიტუტი არ შეგეხმიანებათ ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში.
თუ საბუთების გამოგზავნიდან 2 კვირაში არ მიიღებთ შეტყობინებას, რომ თქვენი საბუთები შემოსულია გოეთეს ინსტიტუტის მისამართზე, შეგვეხმიანეთ.
ენის დონის დასადგენი ტესტირება
სემინარების შერჩევის წინ რეკომენდებულია ენის დონის დასადგენი ტესტის გავლა:
ენის დონის დასადგენი ტესტი
ონლაინ სემინარები 2022
თუ გსურთ მიიღოთ სტიპენდია ონლიან საკვალიფიკაციო კურსის გასავლელად, შეგვეხმიანეთ ელექტრონული ფოსტით:
Ana.Mshvildadze@goethe.de
Luka.Sepashvili@goethe.de
თვითდაფინანსება
რადგან გოეთეს ინსტიტუტის სტიპენდიების რაოდენობა შეზღუდულია, გთავაზობთ გერმანიაში თვითდაფინანსებით გამგზავრების შესაძლებლობას. დეტალურ ინფორმაციას იხილავთ ბმულზე:
თვითდაფინანსების შესახებ
სტიპენდიატები საქართველოდან სარგებლობენ უვიზო მიმოსვლის უპირატესობით.