გერმანული ენის საერთაშორისო ოლიმპიადა
დევიზით „ერთად გავიზარდოთ“ IDO-ის ფინალი გაიმართება 13-22/07/2026წ. მანჰაიმში.
რა არის IDO?
გერმანული ენის საერთაშორისო ოლიმპიადა (IDO) გერმანული ენის შემსწავლელთა ყველაზე დიდი ოლიმპიადაა მსოფლიოში. 14-17 წლის მოზარდები ეჯიბრებიან გერმანული ენის ცოდნაში გერმანული ენის საუკეთესო შემსწავლელის ტიტულის მოსაპოვებლად.
IDO მოზრდებს არა მარტო კონკურსს სთავაზობს, არამედ შანსსაც, გაიცნონ გერმანიის კულტურული და სასწავლო ცენტრები, გაიჩინონ მეგობრები სხვადასხვა ქვეყნებიდან და საზღვრებს გარეშე იურთიერთონ. პარალელურად თანმხლები პედაგოგებისთვის გათვალისწინებულია კვალიფიკაციის ამაღლების კურსები აქტუალურ პედაგოგიურ მიღწევებზე და გერმანულის, როგორც უცხო ენის გაკვეთილის ტრენდებზე .
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ეროვნულ საკვალიფიკაციო კონკურსებში გამოვლენილ, თითო ქვეყნიდან ორ 14-17 წლის მოსწავლეს. კონკურსზე არ დაიშვებიან მოსწავლეები, ვისთვისაც გერმანული მშობლიური ენაა ან ვინც დიდი ხნის მანძილზე გერმანულენოვან ქვეყანაში ცხოვრობდა.
IDO -ს ორგანიზატორები არიან გოეთეს ინსტიტუტი და გერმანული ენის მასწავლებელთა საერთაშორისო ასოციაცია (IDV). მონაწილეობას აფინანსებს გოეთეს ინსტიტუტი. კონკურსის ჩატარების ადგილი ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იცვლება და ყოველთვის არის გერმანიის ის ქალაქი, სადაც გოეთეს ინსტიტუტია. მომდევნო IDO 2026 წელს ჩატარდება.