კულტურა მოძრაობაში

კავკასიის მრავალფეროვნება Foto: Goethe-Institut

გოეთეს ინსტიტუტის მობილობის რეგიონული ფონდი აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალური აზიაში


სამოგზაურო სტიპენდიები კულტურის სფეროს წარმომადგენლებისა და სახელოვნებო ორგანიზაციებისათვის
 
განაცხადის მიღების თარიღი: 2021 წლის 2 მაისის 23:59 საათამდე (მოსკოვის დროით).
 

საზოგადოებრივი ცვლილებები დღესდღეობით მრავალმხრივი დიალოგის გარეშე წარმოუდგენელია. პროგრამა „კულტურა მოძრაობაში: გოეთეს ინსტიტუტის მობილობის რეგიონული ფონდი აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალური აზიაში“ ხელს უწყობს პროფესიულ გაცვლასა და  თანამედროვე კულტურის სფეროს წარმომადგენელთა შეხვედრებს, რაც რეგიონის ქვეყნებსა და გერმანიაში კულტურის ასპარეზის სამომავლო განვითარებას ემსახურება. პროგრამის მიზანია საერთაშორისო თანამშრომლობის ახალი სტრუქტურების შექმნა და განმტკიცება.
 
პროგრამის ფარგლებში გაიცემა სამოგზაურო სტიპენდიები. სტიპენდიაზე განაცხადის გაკეთება შეუძლიათ კულტურის სფეროს წარმომადგენლებსა და დაწესებულებებს, რომლებიც საზოგადოებრივ ცვლილებებს ხელს უწყობენ და წარმოაჩენენ.

 
შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით: sinaida.shershun@goethe.de