შავი ზღვის საუბრები

Black Sea Lit

გოეთეს ინსტიტუტის შავი ზღვის აუზის ლიტერატურული პროექტია, რომელიც 2023 წლის 16 ივნისიდან 2024 წლის ბოლომდე განხორციელდება და რომელსაც ომის,  სიძულვილისა და ბარბაროსული ნგრევის პირობებში განახლებული დიალოგის მცდელობა უდევს საფუძვლად.  პროექტის კურატორი, მწერალი და თეატრის რეჟისორი ნინო ხარატიშვილი, გოეთეს ინსტიტუტის მიერ ბულგარეთიდან, რუმინეთიდან, საქართველოდან, სომხეთიდან და უკრაინიდან მოწვეულ ავტორებთან ერთად ისაუბრებს აღმოსავლეთ ევროპის თანამედროვე ლიტერატურის ხმებსა და მათ მნიშვნელობაზე ასეთ რთულ და დიალოგისთვის უმწეო ყოველდღიურობაში

#GeschichtenSchwarzesMeer
#BlackSeaLit

სამი ადამიანი ზღვას უყურებს © Goethe-Institut/Kakhaber Emeridze

კურატორი

მონაწილეები

ლავინია ბრანიშტე დაიბადა 1983 წელს, ბრაილაში. სწავლობდა უცხო ენებს კლუჟ-ნაპოკასა და ბუქარესტში. მისი პირველი წიგნი, რომელიც 2006 წელს გამოიცა, იყო ლექსების კრებული „ამბები ჩემთან ერთად“. მას მოჰყვა მოთხრობების კრებული „დღეში ხუთი წუთი“ და „გაქცევა“. ლავინია ბრანიშტე ავტორია რომანების „მიპოვე როცა გინდა“, „სონია იწევს ხელს“ (2019) და „ინტერიერი ნული“ (2016), ეს უკანასკნელი თარგმნილია გერმანულ, პოლონურ და ესპანურ ენებზე და სასცენოდ ადაპტირებულია რუმინეთსა და გერმანიაში. ლავინია ბრანიშტეს ეკუთხვნის ორი თეატრალური პიესა - „ხმების სიზმარი“ და „ეგზუნტი“ და ვლად პეტრის უახლესი ფილმის სცენარი  „რევოლუციებს შორის“, რომელსაც წლევანდელი ბერლინალეს სპეციალური პრიზი, FIPRESCI მიენიჭა. 

ბოგდან კოშამ (დ. 1989) მისი სადებიუტო ტრილოგიის პირველი რომანი  "პოკერი" მას შემდეგ, გამოსცა, რაც 2011 წელს გამომცემლობა Cartea Românească-ს დებიუტის პრიზი მოიპოვა. 2013 წელს Cartea Românească-მ გამოსცა მისი პოეტური კრებული „თავშესაფრის უმარტივესი ფორმა“ და ტრილოგიის მეორე წიგნი „შავი მინა“ (მოიპოვა ჯილდო - 2013 წლის საუკეთესო ახალგაზრდა პროზაიკოსი). „ულტრაძალადობა“, ტრილოგიის ბოლო ტომი, 2017 წელს გამოიცა გამომცემლობა „პოლირომში“. რომანმა „როგორ ახლოსაა ცივი წვიმა“ 2021 წელს რუმინეთში საუკეთესო პროზაული წიგნის ჯილდო მოიპოვა. 2021 წელსვე გამოსცა თავისი პირველი საბავშვო წიგნი „დღე, როდესაც ადამი კარგი ბიჭი გახდა“. 

ეკა ქევანიშვილი დაიბადა 1979 წელს. 2002 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ჟურნალისტიკის სამაგისტრო პროგარამა და მას შემდეგ რადიო, პრინტ და ვიდეო რეპორტიორად მუშაობს. 2008 წლიდან არის რადიო თავისუფლების თბილისის ოფისის ჟურნალისტი და აშუქებს ადგილობრივ პოლიტიკურ, სოციალურ და ჯანდაცვის საკითხებს, ასევე ადამიანის უფლებებს, უმცირესობების ულფებრივ მდგომარეობებს და ა.შ. სხვადასხვა ქართული გამოცემისთვის უმუშავია საგამოძიებო ჟურნალისტადაც.  
ეკა ქევანიშვილი არის შვიდი წიგნის ავტორი, მათ შორის პოეზიის, მოთხრობებისა და ესეებისა კრებულის. 

ეკა კევანიშვილის პირველი პოეტური კრებული "ჭორია" (2006) წარმოადგენს ერთგვარი ეროტიკული პოეზიისა და ამბოხის ნაზავს, რის გამოც მას იმ დროს ენ სექსტონსაც ადარებდნენ. მისი შემდეგი კრებული "აქ ნუ დადგებით" (2010) სოციალურ საკითხებსა და ომს ეხება. აქ აშკარად ჩამოყალიბდა ეკა ქევანიშვილის პოეტური სტილი, რომელიც შემდგომში ურბანულ პოეზიად იქნა კლასიფიცირებული. "სახლის გაყიდვა" (2013) არის პოლიტიკურ თემებზე დაწერილი ლექსების კრებული, სადაც ასევე ჭარბობს ფემინიზმის თემაც. მისი პოეზია კრიტიკოსებმა შეაფასეს, როგორც თანამედროვე ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით, რადგან ის ძირითადად ეძღვნება სოციალურ და გენდერულ საკითხებს, თანამედროვე სამყაროს, გლობალურ და პირად ომებს. 

მწერალი, მსახიობი, ველური ბუნების გიდი, ფოტოგრაფი და ფრინველებზე დამკვირვებელი, არჩილ ქიქოძე თანამედროვე ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი მთავარ სახელად მიიჩნევა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. მოგვიანებით თბილისის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტში დაეუფლა ოპერატორისა და სცენარისტის პროფესიას. ქიქოძემ წერა 90-იანი წლების ბოლოს დაიწყო და თითქმის ოცი წელი აქტიურად მუშაობდა მოთხრობებსა და ტურისტულ მეგზურებზე. მის პირველ რომანს, „სამხრეთულ სპილოს“, რომელიც 2016 წელს გამოიცა დიდი წარმატება და აღიარება მოჰყვა. არჩილ ქიქოძეს თავის ლიტერატურულ ნაწარმოებებში შესანიშნავად შეუძლია წარმოაჩინოს ქართველი ხალხის ხილული და უხილავი მიზიდულობა. დიალოგები თაობებს შორის, მოგზაურობა, კითხვებზე პასუხების ძიება - ეს ის ძირითადი თემებია, რომლებსაც ავტორი თავის ლიტერატურულ ნაწარმოებებსა და ნაწერებში ეხმიანება. 

ანუშ ქოჩარიანი არის მწერალი, კულტურის ჟურნალისტი და არტ მენეჯერი სომხეთიდან. 2012 წელს დაამთავრა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სამაგისტრო პროგრამა და არის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარი პროფესიული გაცვლითი პროგრამის - IVLP International Visitor Leadership პროგრამის კურსდამთავრებული. 

ამჟამად, ანუშ ქოჩარიანი არის ჰოვერის სახელმწიფო კამერული გუნდის გენერალური მენეჯერი, დოკუმენტურ-მუსიკალური და კულტურული პროექტის „საღსარას“ გენერალური პროდიუსერი, „ლოფტის“ თვითგანვითარების ცენტრების მთავარი მრჩეველი და ლექტორი და მთავარი რედაქტორი დოკუმენტური ფოტოგრაფიის ცენტრში - 4Plus. 
ანუშ ქოჩარიანი არის ლიტერატურული სააგენტოს ARI-ს ერთ-ერთი მწერალი, სომხეთის Pen-ის წევრი, 2014 წლის EURODRAM-ის გამარჯვებული, მე-2 ადგილის მფლობელი 2015 წლის ნიურნბერგის სახელმწიფო თეატრის დრამატულ-ლიტერატურულ კონკურსზე. ასევე, 2018 წლის ერევნის წიგნის ფესტივალის ერთ-ერთი გამარჯვებული პოეზიის კატეგორიაში და ლიტერატურული ფესტივალის, LIT: პოტსდამის მონაწილე. 

„ველური ბალახი“ ანუშ კოჩარიანის პირველი წიგნია, რომელიც 2022 წელს გამოიცა. წიგნში შესულია ავტორის 2012-დან 2022 წალმდე დაწერილი ლექსები. წიგნში გამოქვეყნებული ლექსები თარგმნილია სხვადასხვა ენაზე და წარდგენილია სხვადასხვა ლიტერატურულ ფესტივალზე. 2013 წლიდან ანუშ ქოჩარიანი მუშაობს რომანზე, რომელიც ეხება პოსტსაბჭოთა სომხეთის პირველი „დამოუკიდებელი“ თაობის ცხოვრებას და დამოუკიდებლობასთან თანაარსებობას, ასევე ტრავმირებულ მეხსიერებას და ტრავმულ მოვლენებს. რომანი მხატვრულ-დოკუმენტური ჟანრის ნაწარმოებია. 

ჰალინა კრუკი (1974) მრავალი ჯილდოს მფლობელი პოეტი და პროზაიკოსი, მთარგმნელი და მეცნიერია უკრაინის ქალაქ ლვოვიდან. ის არის ხუთი პოეტური კრებულის ავტორი, ესენია: „ზრდასრული ქალი“ (2017), „თანა(არ)არსებობა“ (2013), „სახე ფოტოს მიღმა“ (2005), „ნაკვალევი ქვიშაზე“(1997) და „მოგზაურობა სახლის ძიებაში“ (1997), მას ასევე ეკუთვნის მოთხრობების კრებული „ნებისმიერი, ჩემ გარდა“ (2021) და ოთხი საბავშვო წიგნი. მისი „მარკო მოგზაურობს მსოფლიოს გარშემო“ და „ყველაზე ციცქნა“ ითარგმნა 15 სხვადასხვა ენაზე. ჰალინა კრუკი არის მრავალი ლიტერატურული ჯილდოს მფლობელი უკრაინაში, მათ შორის 2023 წლის პრემია - ქალები ხელოვნებაში, 2022 წლის კოვალივის ფონდის პრემია პროზაული ნაწარმოებისთვის „ნებისმიერი ჩემ გარდა“, BookForum-ის 2021 წლის საუკეთესო წიგნის ჯილდო, Smoloskyp პოეზიის ჯილდო, ბოჰდან იჰორ ანტონიჩ-ის პრემია და ჰრანოსლოვის პრემია.

მისი ტექსტები ითარგმნა მრავალ ენაზე, უახლესი ლექსების კრებული „სწრაფი კურსი მოლოტოვის კოქტეილებზე“ კი სულ ახლახანს გამოჩნდა ინგლისურ თარგმანში აშშ-ში. ჰალინა კრუკი არის მულტიმედიური პროექტების თანაშემქმნელი, მათ შორის: პროექტი The BookWar (2021) და პოეტურ-მუსიკალური პერფორმანსი „მასალის წინააღმდეგობა“ (2016). ჰალინა კრუკი ფლობს დოქტორის ხარისხს უკრაინულ ბაროკოს ლიტერატურაში (2001), არის უკრაინული PEN-ის წევრი, ცხოვრობს ლვოვში და ასწავლის ევროპულ და უკრაინულ ბაროკოულ ლიტერატურას ლვოვის ივან ფრანკოს ეროვნულ უნივერსიტეტში. 

არმენ ოჰანიანი, იგივე სომხეთის არმენი არის მწერალი და ესეისტი. 2017 წლიდან არის სომხეთის PEN-ცენტრის პრეზიდენტი. ცნობილია თავისი მოთხრობების კრებულით „კიკოსის დაბრუნება“, რომელიც 2013 წელს გამოიცა. მისი მოთხრობა „ვის უნდა გახდეს მილიონერი“ შესულია 2015 წლის საუკეთესო ევროპული მოთხრობების კრებულში, რომელიც Dalkey Archive Press-მა შეადგინა და გამოსცა. არმენის ტექსტებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მისმა პოლიტიკურმა აქტივიზმმა. 2015 წელს მან მონაწილეობა მიიღო City of Asylum Writer Residency პროგრამაში პიტსბურგში, აშშ, ასევე აიოვას უნივერსიტეტის ფართოდ აღიარებულ  საერთაშორისო სარეზიდენციო პროგრამაში. 

ლიტერატურათმცოდნე და პოეტი, ოსტაპ სლივინსკი  დაიბადა ლვოვში 1978 წელს. 2000 წელს დაამთავრა ლვოვის ივან ფრანკოს ეროვნული უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ბულგარული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. მისი დისერტაცია (2007) იკვლევს სიჩუმის ფენომენს ლიტერატურულ ტექსტებში ბულგარული პროზის ჭრილში, 1960-დან 1990-იან წლებამდე. 2018 წლამდე მან პოეზიის ხუთი კრებული გამოსცა,  რომლებიც მისი კრიტიკული სტატიებისა და ესეების მსგავსად თექვსმეტ ენაზეა ნათარგმნი და გამოცემული. ლიტერატურათმცოდნე კოსტიანტინ მოსკალეცი აღნიშნავს: „სლივინსკის პოეზია სავსეა მკაფიოდ დახატული დეტალებით და პიეტიზმით. ისინი ფუნდამენტურად არა ტრივიალურია, თუმცა ყოველდღიური ცხოვრებიდან მომდინარეობენ“. 
ოლგა ტოკარჩუკის „წიგნები იაკობისა“ თარგმნისთვის მან 2020 წელს იუნესკოს ქალაქ ლვოვის ლიტერატურული პრემია მიიღო. ის არის ორენოვანი უკრაინულ-ბულგარული ანთოლოგიის „უკრაინული პოეტური ავანგარდის“ (2018) თანარედაქტორი. მან ასევე გამოაქვეყნა თანამედროვე ესეების ონლაინ ანთოლოგია „კიდობანი სახელად ტიტანიკი: 20 ესსე ჩვენი წელთაღრიცხვით 2020 წლის კაცობრიობის შესახებ“ (2020) და უკრაინული ომის პოეზიის ანთოლოგია „სირენებს შორის“ (2023). 
ოსტაპ სლივინსკი არის უკრაინის PEN-ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი და 2004 წლიდან მუშაობს ლვოვის ივან ფრანკოს უნივერსიტეტის პოლონური ფილოლოგიის კათედრაზე.

ინა ვულჩანოვა არის ბულგარელი ჟურნალისტი, მწერალი, პროდიუსერი და მთარგმნელი ფრანგული და რუსული ენებიდან. მას აქვს სოფიას წმინდა კლიმენტ ოჰრიდის უნივერსიტეტის ბულგარული ფილოლოგიის მაგისტრის ხარისხი. 

მისი პროფესიული კარიერა აუდიოდრამის ხელოვნებას მიეძღვნა. იგი დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა ბულგარეთის ეროვნული რადიოს დრამის განყოფილებაში უფროს პროდიუსერად და ამზადებდა უცხოელი და  ბულგარელი მწერლების ნაწარმოებების აუდიო ადაპტაციებს. მისმა აუდიო ნაწარმოებმა მოიპოვა ხორვატიის გრან-პრი მარულიხი 1998 წელს, ევროპის მეორე პრიზი ბერლინში 1998 წელს და მუზას პრიზი სოფიაში, 2006 წელს. 

მისი პირველი რომანი „სოზოპოლის ჩაძირვა“ გადაიღეს 2013 წელს, ხოლო 2014 წელს ვულჩანოვას მიენიჭა ეროვნული ოქროს ვარდის პრემია ამავე ფილმის სცენარისთვის; 2015 წელს ფილმმა მოიპოვა ნიუ-იორკის საერთაშორისო კინოფესტივალის საუკეთესო უცხოური ფილმის ჯილდო და მილანის კინოფესტივალზე საუკეთესო მსახიობის გუნდის ჯილდო; 2016 წელს მიიღო პრაღის დამოუკიდებელი კინოფესტივალის გრანპრიც.  
მისმა მესამე რომანმა The Crack-up Island მოიგო Razvitie Corporation-ის გამოუქვეყნებელი ბულგარული რომანების ლიტერატურული კონკურსი 2016 წელს, 2017 წელს The Crack-up Island-მა მიიღო ევროკავშირის ლიტერატურული პრემიაც. 

ლიზა ვეედა (1989) არის ჰიბრიდული მულტიტრანსიმერსიული მედია მწერალი, მასწავლებელი და მხატვარი. 2016 წელს გამოსცა ნოველა “პეტროვსკის ფეხები“. 2018 წელს რობინ ალიშა კლემენსთან ერთად შექმნა ფოტოწიგნი OSELYATA. ასევე ავტორია VR-ნამუშევარის სცენარის - ROZSYPNE, რომელიც 2019 წლის IDFA DocLab კონკურსზე იმერსიული არამხატვრული ლიტერატურის კატეგორიაში იყო ნომინირებული. 2020 წელს მას მიენიჭა C.C.S. Crone სტიპენდია. მისი რომანი „ალექსანდრა“ 2021 წლის ოქტომბერში გამოიცა და კრიტიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურა. 

თბილისის ღონისძიების ფოტოგალერეა

იხილეთ 2023 წლის 21 ივნისს გამართული პანელური დისკუსიის ფოტოები. 
​​​​​​​

კონტაქტი

იან-თაგე კიულინგი
ერევნის გოეთეს ცენტრის ხელმძღვანელი
+374 98 24 28 30
jan-tage.kuehling@goethe.de

მარიამ გურზადიანი
გოეთეს ცენტრი ერევანში
+374 98 24 28 30
mariam.gurzadyan.extern@goethe.de

პარტნიორები

გამოგვყევით