ადრეულ ასაკში უცხოური ენის სწავლის სფეროში არსებული აქტუალური მდგომარეობა და პერ

უცხოური ენების 15 წლამდე ასაკში შესწავლის მზარდი ტენდენცია მთელს მსოფლიოში შეინიშნება. ეს ხშირად ინსტიტუციონალურ დონეზე რეგულირდება. მაგ. სკოლებში უცხოური ენის სისტემატური შეთავაზება ადრეულ კლასებში ხდება, უცხოური ენა როგორც საგანი სასკოლო კურიკულუმში აისახება და შემდგომში ხდება პრაქტიკული იმპლემენტაცია. ინსტიტუტუციები ასევე ზრუნავენ სათანადო კადრების დროულ მომზადებაზე.

ეროვნული თუ საერთაშორისო კვლევები ადასტურებენ, რომ ადრეულ ასაკში უხცოური ენის სწავლების მიმართ არსებული მოლოდინები მართლდება. ბავშვები სიხარულით იწყებენ ახალი ენის შესწავლას.

კარგ პირობებში ბავშვებს ელემენტარული საკომუნიკაციო  უნარ-ჩვევები და ენობრივი ცნობიერება უვითარდებათ. წარმატების მიღწევა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორია ენის პოლიტიკა, რა სახის პედაგოგიური და უცხოური ენის სწავლების დიდაქტიკური წინაპირობები არსებობს.  ამ ფაქტორებს ხშირად ჯერ კიდევ არასათანადოდ ითვალისწინებენ.
Nürnberger Empfehlungen zum frühen Fremdsprachenlernen

    უცხოური ენის ადრეულ ასაკში სწავლა

    მასალები და რჩევები ასწავლებლებისათვის