სპეციალიზირებული აღმზრდელები და ენის მასწავლებლები

ადრეულ ასაკში უცხოური ენის სწავლებაში გადამწყვეტი ფუნქცია აღმზრდელსა და მასწავლებელს ენიჭება. მშობლებთან ერთად ისინი ბავშვებისათვის ახლობელ და საიმედო ადამიანებს წარმოადგენენ. მხოლოდ მათ შეუძლიათ უშუალო სასწავლო ატმოსფეროსა და ბავშვებისათვის მისაღები სასაწავლო გარემოს შექმნა. რაც უფრო კვალიფიციურია აღმზრდელი და მასწავლებელი ადრეულ ასაკში უცხოური ენის სწავლის სპეციფიკის თვალსაზრისით, მით უფრო წარმატებულია ბავშვებში სწავლის პროცესი.შემდეგ ...
რეკომენდაცია:
  • აღმზრდელები და მასწავლებლები თავისუფლად უნდა ფლობდნენ უცხო ენას, და განსაკუთრებით მათი სამიზნე ჯგუფის შესაბამის ენობრივ ვარიანტს.
  • ენობრივი რეპერტუარი გაკვეთილზე საკმარისი უნდა იყოს, რათა შინაარსობრივად საჭირო, ენობრივი ვარიანტებით მდიდარი და კორექტული, ამავე დროს ემოციურად შესაფერისი საგაკვეთილო თემების მიწოდება მოხდეს.
  • აღმზრდელები და მასწავლებლები მუდმივად უნდა ზრუნავდნენ პროფესიულ განვითარებაზე, კვალიფიკაციის ამაღლებაზე და საკუთარი ინიციატივით უნდა ცდილობდნენ ცოდნის გამდიდრებასა და კომპეტენციების გაუმჯობესებას.
  • აღმზრდელები და მასწავლებლები უნდა ფიქრობდნენ და მსჯელობდნენ ადრეულ ასაკში უცხო ენის შესწავლაში თავიანთ ცენტრალურ როლზე და სასწავლო პროცესის სხვა მონაწილეების კომპეტენციის სფეროებზეც, რომლებიც სკოლისა და საბავშვო ბაღის გარეთ ვრცელდება.
  • აღმზრდელები და მასწავლებლები უნდა ცდილობდნენ მშობლებთან თანამშრომლობასა და მათ აქტიურ ჩართვას სასწავლო პროცესში.
  • აღმზრდელები და მასწავლებლები თავიანთი პროფესიის რეპუტაციასა და განვითარებაზეც უნდა ფიქრობდნენ და ადრეულ ასაკში უცხოური ენის სწავლების პრესტიჟი და მიმზიდველობა მათ ინტერესშიც უნდა შედიოდეს.

უცხოური ენის ადრეულ ასაკში სწავლა

მასალები და რჩევები ასწავლებლებისათვის