ბავშვის მოთხოვნილებები

ბავშვები საბავშვო ბაღისა და სკოლის დაწყების ეტაპზე ემოციურად არამყარები არიან. მათ პირველად უწევთ ოჯახის გარეთ უცნობი გარემოს შეცნობა. ამ დროს ხდება პირველი მეგობრული კონტაქტების დამყარება, მშობლების შემდეგ პირველად ხვდებიან ადამიანებს, რომლებიც მათზე ზრუნავენ და მათთვის ახლობლები ხდებიან, იძენენ ახალ პიროვნულ გამოცდილებებს. უცხოურ ენასთან კავშირშიც მათ ახალ ჟღერადობებთან შეხება უხდებათ, ამიტომაც აუცილებელია უცხოური ენის სწავლების პროცესში მათ მიმართ ფრთხილი მიდგომა. ამ პროცესში მონაწილე ყველა აქტიორმა ბავშვის განვითარების ეს ემოციური ასპექტი უნდა გაითვალისწინოს.

ბავშვებს არა მხოლოდ სპეციფიკური უნარები, არამედ კონკრეტული მოთხოვნილებებიც აქვთ. მათი გათვალისწინება აუცილებლად უნდა მოხდეს ადრეული ასაკის ბავშვებისათვის განკუთვნილ უცხოური ენის გაკვეთილზე. ეს ხელს შეუწყობს, რომ სასწავლო პროცესში ბავშვი კარგად გრძნობდეს თავს და ეს პროცესი წარმატებით წარიმართოს. 

ბავშვის მოთხოვნილებები:
  • ბავშვი სასწავლო გარემოში დაცულად უნდა გრძნობდეს თავს.
  • ბავშვი სასწავლო პროცესში ჩართული პირებისაგან სიყვარულს უნდა გრძნობდეს და თავადაც უნდა ჰქონდეს შესაბამისი გრძნობების გამოვლენის შესაძლებლობა.
  • ბავშვს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, საკუთარი გრძნობები გამოხაოს, გაიხაროს და სხვებსაც მიანიჭოს სიხარულის განცდა.
  • ბავშვის სასწავლო გარემოში უნდა არსებობდეს ურთიერთგაგება, მას უნდა შეეძლოს საკუთარი აზრების, განცდების სხვისთვის გაზიარება
  • ბავშვს უნდა ჰქონდეს თამაშის, მოქმედების, მოძრაობის და ცელქობის საშუალება
  • ბავშვს უნდა ჰქონდეს შემოქმედებითი, არტისტული გამოხატვის საშუალება.
  • ბავშვი უნდა გრძნობდეს წარმატებას და სათანადო ქებასაც უნდა იღებდეს.
  • ბავშვს უნდა შეეძლოს ახლის შეცნობა, განცდა, სწავლა, აღმოჩენა და აქტიური კვლევა-ძიება.
  • ბავშვს უნდა ჰქონდეს საშუალება, ახლად ნასწავლი და აღმოჩენილი სხვადასხვა ტიპის აქტივობებით გაიმეოროს, მოსინჯოს და ემოციურად გადაამუშაოს.
რეკომენდაცია:

აღმზრდელმა და მასწავლებელმა ბავშვის მოთხოვნილებები აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს მცირეწლოვანთათვის უცხოური ენის სწავლების მიზნების, შინაარსებისა და მეთოდების განსაზღვრისას.

უცხოური ენის ადრეულ ასაკში სწავლა

მასალები და რჩევები ასწავლებლებისათვის