სწავლის ადგილები

ადრეულ ასაკში უცხოური ენის სწავლება ხდება საბავშვო ბაღებში, სკოლებსა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში. კვალიფიციური სასწავლო პროცესისათვის აუცილებელია, რომ ეს პროცესი მიმდინარეობდეს ბავშვზე მორგებულ გარემოში, სივრცე და ოთახების მოწყობა უნდა ქმნიდეს ბავშვისათვის დაცულ და უსაფრთხო გარემოს, სადაც ბავშვზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის წარმართვა შესაძლებელია და სადაც ბავშვის ჯანმრთელობას არანაირი საფრთხე არ შეექმნება.

ყველაზე კარგად ბავშვი მისთვის სასიამოვნო გარემოში მაქსიმალურად მცირე სასწავლო ჯგუფში ახერხებს საკმარისი სტიმულის პოვნას, რომ სხვა ენაზე დაიწყოს ლაპარაკი და საკუთარი სურვილებიც თამამად გამოხატოს. სწავლის უწყვეტობას ხელს უწყობს ისიც, რომ არ ხდებოდეს სასწავლო ოთახის შეცვლა, სადაც ბავშვისთვის სტაბილური სასწავლო ატმოსფეროა შექმნილი.

ერთი სასწავლო დაწესებულების შენობაში უნდა არსებობდეს საშუალება, რომ აღმზრდელები და პედაგოგები ერთმანეთს დაწვრილებით უთანხმებდნენ სასწავლო მიზნებს, მეთოდებს, შინაარსებსა და სასწავლო წინაპირობებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა უცხოური ენის სწავლებისათვის დამატებითი მასწავლებელი ხდება საჭირო.
    რეკომენდაცია:

    არ უნდა ხდებოდეს სასწავლო ოთახების ცვლა, რადგან ბავშვებში გაჩნდეს უსაფრთხო ატმოსფეროს განცდა.

    სხვადასხვა საფეხურის მასწავლებლები და აღმზრდელები ერთმანეთს უნდა უზიარებდნენ ინფორმაციას.  რეკომენდირებულია:
    • სასწავლო გეგმების, გაიდლაინების, სასწავლო მიზნების, შინაარსებისა და თემების ერთმანეთისათვის გაცნობა
    • სასწავლო პორტფოლიოების შევსება
    • საკოორდინაციო შეხვედრების მოწყობა
    • ერთმანეთის მეცადინეობებზე დასწრება და ერთობლივ სემინარებში მონაწილეობა

    უცხოური ენის ადრეულ ასაკში სწავლა

    მასალები და რჩევები ასწავლებლებისათვის