მედიები

დღევანდელ დღეს მედიები აქტიურად იჭრება ბავშვის ცხოვრებაში. კვლევებმა გვიჩვენა, რომ ტელევიზორი ბავშვებისთვის ყველაზე საყვარელი მედიაა და მასთან ახლოსაც ვერ მოვა მოსასმენი კასეტები და ილუსტრირებული წიგნები. მედიები არის ბავშვების ცხოვრების განუყოფელი ნაწილი, ბავშვის გამოცდილების ჩამოყალიბების ერთი-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი კი მედიიდან მიღებული ინფორმაციის გადამუშავებაა. ხშირად მედიის მისამართით კრიტიკა გვესმის, მაგრამ იგი ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადრეულ ასაკში აღზრდასა და განთლებაზე.შემდეგ ...
რეკომენდაცია:
  • ტრადიციული და ახალი მედიების შერჩევა და გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ადრეულ ასაკში უცხოური ენის შესწავლის მიზნებს, შინაარსა და მეთოდურ-დიდაქტურ პრინციპებს. 
  • ყველანაირი მედია მოზომილად და კარგად მოფიქრებულად უნდა იქნას გამოყენებული. მედიების გამოყენება არ უნდა გახდეს თვითმიზანი. მათ ხელი უნდა შეუწყონ სასწავლო პროცესს და გაამრაველფეროვნონ ის.
  • მედიების გამოყენება ემსახურება სასწავლო პროცესს ისევე როგორც მედიების გამოყენების კომპტენციის ზრდას. აღმზრდელებმა და მასწავლებლებმა ნათლად უნდა აუხსნან ბავშვებს, ერთის მხრივ, მედიების უპირატესობა და სარგებელი და, მეორეს მხირვ, ბავშვებმა უნდა ისწავლონ მედიების სწორად შეფასება, ანუ უნდა მიხვდნენ, თუ რა მნიშვნელობა აქვს მათთვის ამა თუ იმ მედიას.
  • აღმზრდელებმა და მასწავლებლებმა უნდა შეძლონ ბავშვებში დაინახონ, თუ რა ცოდნა და გამოცდილება აქვთ მათ ამა თუ იმ მედიასთან დაკავშირებით (როლებში თამაში, განცდილის გადმოცემის მცდელობა, სატელევიზიო გადაცემის შესახებ სხვა ბავშვებთან საუბარი და ა.შ.), დაეყრდნონ ამ გამოცდილებას და და გამოიყენონ იგი ბავშვის სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისათვის.
  • ბავშვებს უყვართ, როდესაც თვითონ არიან მოქმედი პირები, ამიტომ მათ მიერ მედიების გამოყენებისას ბავშვებს აქტიური როლი უნდა მივცეთ.

    უცხოური ენის ადრეულ ასაკში სწავლა

    მასალები და რჩევები ასწავლებლებისათვის