მიზანი: ინტერკულტურულად გახსნილი ბავშვი

უცხოური ენის სწავლის ადრეულ ასაკში დაწყებისას ხდება მაქსიმალურად ყველა რესურსის ამომწურავად გამოყენება, რათა სწავლის პროცესში ბავშვების ემოციური, კრეატიული, სოციალური, კოგნიტური და ენობრივი უნარების განვითარების მაქსიმალური ხელშეწყობა მოხდეს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია  ინტერკულტურული კომუნიკაციის კომპეტენციის განვითარება.

ინტერკულტურულ კომპეტენციებზე ორინეტირებული სწავლების შედეგად ბავშვი მომავალში შეიძლება გახდეს ინტერკულტურის წარმომადგენელი, რომელიც უცხოური ენის თანამედროვე გაკვეთილის მიზნის გამართლების მაგალითი იქნება.

ენის შემსწავლელის ენობრივი კომპეტენციის განსაზღვრა ხდება არა მშობლიურ ენაზე მოლაპარაკის ენობრივი კომპეტენციიდან გამომდინარე, არამედ იმით, რამდენად შესწევს მას უნარი დასძლიოს ინტერკულტურული კომუნიკაციის მრავალფეროვანი დავალებები. ადრეულ ასაკში უცხოური ენის გაკვეთილზე ისეთი მასალა უნდა იქნას გამოყნებული და ისეთი იმპულსებით უნდა დაიტვირთოს გაკვეთილი, რომ მოხდეს ბავშვის როგორც ინტერკულტურული წარმომადგენლის გახსნილობისა და ტოლერანტობის განვითარება. უცხოურ ენასთან ადრეულმა შეხებამ ბავშვში უნდა გააღვიძოს ენების ინტერესი, მათი სწავლის სურვილი და “მას გაუჩინოს სხვა ხალხთან უცხო ენაზე კომუნიკაციის სურვილი”.
    რეკომენდაცია:

    ადრეულ ასაკში უცხოური ენის სწავლება, ერთი მხრივ, ენობრივი კომპეტენციების განვითარებაზე უნდა იყოს კონცენტრირებული, მეორე მხრივ კი, ზოგადი, ინტერკულტურული და სწავლის სტრატეგიული უნარების განვითარების ხელშეწყობაზე.
    Nürnberger Empfehlungen zum frühen Fremdsprachenlernen

      უცხოური ენის ადრეულ ასაკში სწავლა

      მასალები და რჩევები ასწავლებლებისათვის