პროექტის აღწერა

Platzhalter quadratisch © Goethe-Institut

შემოქმედებითი კომპასი 4-წლიანი პროექტია, რომელიც შემოქმედებითი ინდუსტრიების გაძლიერებით, მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონების მდგრადი განვითარების ხელშეწყობას.

პროექტი საქართველოს მუნიციპალიტეტებს მრავალფეროვან ინსტრუმენტებს შესთავაზებს - გრანტებს, ტრენინგებს, სივრცეების განვითარებას თუ სხვა. ფიზიკური რესურსების აღნუსხვისა თუ შემოქმედებითი სექტორის შესწავლის გრანტები მუნიციპალიტეტებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენასა და წარმოჩენაში დაეხმარება, ბიზნესგანვითარების თუ მობილობის გრანტები კი - ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიცირებასა თუ საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებაში.


 

ფიზიკური აღნუსხვის საგრანტო კონკურსი

შემდეგ ფოტოებზე მოცემულია პროექტის სხვადასხვა კომპონენტის აღწერა

გამოგვყევით